ზუგდიდის მერია სასაჩუქრედ ხორცსაკეპ მანქანებს შეიძენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებით სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპ მოწყობილობას შეიძენს.
საოჯახო ტექნიკის შესაძენად ტენდერი მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 ათას 980 ლარია.
მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათი თხოვნით სხვადასხვა ორგანიზაცია დაასახელებს “რაღაცით გამორჩეულ” ერთ ქალს, რომელსაც გადაეცემათ საჩუქრად ხორცსაკეპი მანქანა.
“ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს, რა თქმა უნდა", - განაცხადეს მერიაში.