რუმინეთის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა მთავრობას
რუმინეთის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობას.
„ეს მთავარობა დათხოვილია პარლამენტის ხმების უმრავლესობით“, განაცხადა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარჩელ ჩოლაკმა. ნდობის ვოტუმის საკითხი პარლამენტში სოციალ-დემოკრატების მიერ იყო ინიცირებული.
ორბანის მთავრობის წინააღდეგ ხმა მისცა 261-მა დეპუტატმა, საჭირო იყო მინიმუმ 233 ხმა.
ორბანის მთავრობისთვის ეს პირველი დიდი გამოცდა იყო პარლამენტში მას მერე, რაც ის ნოემბერში მოვიდა ხელისუფლების სათავეში.
სოციალ-დემოკრატიული პარტია (PSD), რომელსაც თავად გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი ოქტომბერში, ორბანს აკრიტიკებს იმისთვის, რომ ის საარჩევნო კანონის შეცვლას ცდილობს სახალხო განხილვის გარეშე.
გაზაფხულზე რუმინეთში მერების არჩევნები იმართება.