Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

ევროპარლამენტში მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება

0
დღეს ბრიუსელში ევროპის პარლამენტის დეპუტატთა წინაშე წარდგნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები.


შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე, მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმის შეფერხებაზე.


„როცა ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს, არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა რასა იუნკიავიჩენემ.


ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ისაუბრა, მისი თქმით, 22 დამთხვევაზე, როცა ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები ექმნებოდა და ამავე დროს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება და მათთვის პროკურატურაში ბრალდებების წაყენება იწყებოდა.


ანდრიუს კუბილიუსმა ხელისუფლება გააფრთხილა, „თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება“, თუკი არ იქნება მიღებული არჩევნების პროპორციული სისტემაო.


„დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - განაცხადა კუბილიუსმა.


საარჩევნო სისტემას ეხებოდა ევროპარლამენტარ მარკ გალერის კრიტიკაც. „გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ“, მიმართა მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.


„ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ. ამასთან, მან დამსწრეთ შეახსენა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია“. 


ევროპარლამენტარების კრიტიკას წინ უძღოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას გამოსვლები.


მათ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.


„საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს“, თქვა კუჭავამ თავის მოხსენებაში.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net