Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

ლიეტუვის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილების ვერმიღების გამო

0
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.


ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, ნაუსედამ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების [რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა] ჩავარდნის გამო წუხილი გამოთქვა.  


„ვწუხვართ, რომ შარშან საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მცდელობას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე მიგვაჩნია, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ შეუთანხმებლობა ხელისუფლება და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”, - თქვა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ თემის შესახებ საუბარი არ არის.


საქართველოს მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია: „მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია“. ამავე ცნობით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა.


„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - ამბობს პრემიერი.


გახარია დავოსში 21 იანვარს გაემგზავრა. პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net