Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

ირაკლი ბერაია მოსკოვის განცხადებაზე: ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

0
ირაკლი ბერაია მოსკოვის განცხადებაზე: ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მისი ეს კომენტარი პასუხია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. რომელშიც ნათქვამია - „რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია რადიო თავისუფლებასთან საკითხის კომენტირებისას ამბობს, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 

„საქართველოს ნატოში გაწევრება და ამ მიზნით განხორციელებული აქტივობები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სუბიექტი, მიუხედავად სამხედრო-პოლიტიკური ამბიციებისა თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - ამბობს ირაკლი ბერაია.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კიდევ ერთ ნაწილს. უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“, თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის“.

ამის თაობაზე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ „ურთიერთობების ნორმალიზების მექანიზმები მთლიანად რუსეთის ხელშია და ამ მექანიზმების ასამოქმედებლად რუსეთმა ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о цифровизации системы здравоохранения


Спорт в России и мире
Москва

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Чиновники в Эртиле, рекультивируя полигон ТКО за 484,72 млн рублей, создали новую свалку в 2 га





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии социально-экономического потенциала территорий России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске одобрен проект соглашения о системе таможенного транзита ЕАЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



БГАТОиБ

Выпускники БРХК вновь выступят на одной сцене



Москва

Тысячи военных и 70 единиц техники: Как пройдёт парад Победы в Москве 9 мая

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net