"ჯოკერი" ლიდერობს - გამოცხადდა 2020 წლის "ოსკარების" ნომინანტები
შეერთებულ შტატებში გამოცხადდა 2020 წლის "ოსკარების" პრემიის ნომინანტები. ამ პრესტიჟული პრემიის გადაცემის 92-ე ცერემონია ჰოლივუდში 9 თებერვალს გაიმართება.
ნომინანტთა შორის ლიდერობს ტოდ ფილიპსის "ჯოკერი", რომელიც 11 კატეგორიაშია წარდგენილი ოსკარზე.
გთავაზობთ ძირითად კატეგორიებში წარდგენილთა ჩამონათვალს.
საუკეთესო ფილმი:
Ford v Ferrari/"ფორდი ფერარის წინააღმდეგ"
The Irishman/"ირლანდიელი"
Jojo Rabbit/"ჯოჯო კურდღელი"
Joker/"ჯოკერი"
Little Women/"პატარა ქალები"
Marriage Story/"ქორწინების ამბავი"
1917/"1917"
Once Upon a Time in Hollywood/"ერთხელ ჰოლივუდში"
Parasite/"პარაზიტი"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:
ანტონიო ბანდერასი, "ტკივილი და დიდება"
ლეონარდო დი კაპრიო, "ერთხელ ჰოლივუდში"
ადამ დრაივერი, "ქორწინების ამბავი"
ხოაკინ ფენიქსი, "ჯოკერი"
ჯონათან პრაისი, "ორი პაპი"
საუკეთესო მსახიობი ქალი:
სინტია ერივო, "ჰარიეტი"
სიორშე როუნანი, "პატარა ქალები"
სკარლეტ იოჰანსონი, "ქორწინების ამბავი"
შარლიზ ტერონი, "სექსსიმბოლო"
რენე ზელვენგერი, "ჯუდი"
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:
ტომ ჰენკსი, "მშვენიერი დღე სამეზობლოში"
ალ პაჩინო, "ირლანდიელი"
ჯო პეში, "ირლანდიელი"
ბრედ პიტი, "ერთხელ ჰოლივუდში"
ენტონი ჰოპკინსი, "ორი პაპი"
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:
ლორა დერნი, "ქორწინების ამბავი"
სკარლეტ იოჰანსონი, "ჯოჯო კურდღელი"
ფლორენს პიუ, "პატარა ქალები"
მარგო რობი, "სექსსიმბოლო"
კეთი ბეიტსი, "რიჩარდ ჯეუელი"
საუკეთესო რეჟისორი:
მარტინ სკორსეზე, "ირლანდიელი"
ტოდ ფილიპსი, "ჯოკერი"
სემ მენდესი, "1917"
კვენტინ ტარანტინო, "ერთხელ ჰოლივუდში"
პონ ჯუნ ჰო, "პარაზიტი"
საუკეთესო უცხოური ფილმი:
Corpus Christi/"ქრისტეს სხეული"
Honeyland/"თაფლის მხარე"
Les Miserables/"საბრალონი"
Pain and Glory/"ტკივილი და დიდება"
Parasite/"პარაზიტი"