Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

სიკვდილამდე ნაცემი ბიჭის საქმით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ინტერესდება

0

სიკვდილამდე ნაცემი ბიჭი - ოჯახის აზრით - მასზე მოძალადე სპეცრაზმელმა, შესაძლოა, აწამა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ვალდებულია გამოიძიოს თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი შესაძლო წამება და არაადამიანური მოპყრობა, 24 წლის მურად წურწუმიას საქმით არ ინტერესდება. 

2 იანვარს გვიან ღამით, ავტომობილის გარშემო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემა. სპეცრაზმელს და მის თანმხლებ კაცს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამის გამო, ბრალდებულებს ხუთიდან რვა წლამდე ციხე ემუქრება.

ფოფხაძე ბრალს აღიარებს. ზოგიერთი უფლებადამცველი კი ფიქრობს, რომ სპეცრაზმელმა, შესაძლოა, უფრო მძიმე დანაშაული - ადამიანის წამება - ჩაიდინა და ამისთვის ის უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.

ექსპერტიზის დასკვნა - რომელიც მკაფიოს გახდის, მურად წურწუმიასთვის მიყენებული ზიანი უნდა ჩაითვალოს თუ არა წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად - ჯერ არ არსებობს. 

დაღუპულის ძმა კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 24 წლის ბიჭი დაასახიჩრეს, ამოსთხარეს თვალი [გამოძიება თვალის ამოთხრას უარყოფს] და ძვლები დაუმტვრიეს. სიკვდილის პირას მყოფი მურად წურწუმია დაკავებულმა სპეცრაზმელმა - მისივე ადვოკატის თქმით - სასაფლაოზე უყურადღებოდ არ მიატოვა და სახლში წაიყვანა. 

მურად წურწუმიას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი დანაშაულში წამების ნიშნებს ხედავს. ის რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ წამებაა, როცა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი დროულად არ გადაჰყავთ საავადმყოფოში, ფიზიკური დაზიანებები კი იწვევს ტკივილს საათების განმავლობაში.

“აქ არის, როგორც მინიმუმ, არასათანადო მოპყრობის ნიშნები. შესაძლოა იყოს წამების კვალიფიკაციაც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა ნაცვლიშვილი, იურისტი და პოლიტიკოსი და განაგრძობს: “ამიტომ ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს.” 

შესაძლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიება - როცა ბრალდებული სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ევალება. 

თუ ამას კანონი ადგენს, რატომ არ ინტერესდება საქმის გამოძიებით ინსპექტორი? 

ინსპექტორის ოფისში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მურად წურწუმიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, რაც მათ კომპეტენციას სცდება:

“შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე,”  ასევე ინსპექტორის ოფისში ამბობენ, რომ მათთვის საქმის გადაცემა მხოლოდ გენერალურ პროკურატურას შეუძლია.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ განმარტავს, რომ თუ კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეს, რომლის გამოძიებაც ინსპექტორის ევალება, მას აქვს უფლება მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს მიმართოს საქმის გადაცემის შესახებ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრში ელოდნენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესდებოდა სპეცრაზმელის მიერ მოკლული ბიჭის საქმით და ის წარმართავდა გამოძიებას.

“წლებია ვსაუბრობთ, რომ პროკურატურა არასდროს იძიებდა ობიექტურად მსგავსი სახის დანაშაულებს და ყოველთვის იყო მიკერძოებული”, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

“თუ პროკურატურა არასწორად აკვალიფიცირებს საქმეს, ინსპექტორი მიჰყვება ასე ცხვარივით? ვერ ხვდებიან, რომ სხვა კვალიფიკაციით არის საქმე წასაყვანი?” - ამბობს ანა ნაცვლიშვილი და განაგრძობს: “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფაქტიურად თავი გაიუქმა როცა თქვა, რომ დამოუკიდებლად კი არ შეაფასებს ამა თუ იმ საქმეს, პროკურატურას დაელოდება - იმ უწყებას, რომლის არაეფექტური მუშაობის გამოც შეიქმნა ინსპექტორი.”

გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დაღუპული და ნაცემი ძმების, მურად წურწუმიასა და მუხრან ჩხვირკიას საქმეზე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В дома и соцобъекты Москвы будет возобновлена подача тепла


Спорт в России и мире
Москва

Открытый московский фестиваль конного искусства и спорта пройдет на ВДНХ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде





Путин в России и мире
Москва

Посвященную инаугурации Путина марку начали продавать в главпочтамте Москвы


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анна Нетребко

Почему муж Анны Нетребко женился на 70-летней певице и куда пропала оперная дива?



Москва

Сотрудники Росгвардии пресекли хулиганские действия группы граждан в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net