ეგზიტპოლის თანახმად, ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხორვატიის პრეზიდენტი ხდება
ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზორან მილანოვიჩი ამ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი გახდება, როგორც ეგზიტპოლების შედეგი აჩვენებს.
მილანოვიჩი ოპოზიციური, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმების 53,25 % მოაგროვა“ იტყობინება ეგზიტპოლების შედეგებს სახელმწიფო ტელეარხი, HRT.
ახლა მოქმედმა პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა, 46,75 % მიიმხრო.
პირველი წინასწარი ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.