მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა
მწვავე ვირუსული ინფექციით 8 წლის ბავშვი დაიღუპა თბილისის ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში.
კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.
ექიმი ოლიკო გახელაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ გარდაცვლილი კლინიკაში 3-დღიანი ანამნეზით შეიყვანეს:
„ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა გაუარესდა ძალიან სწრაფად და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე გარდაიცვალა“.