Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

სომხეთის პრემიერი აშშ-სა და ირანს მშვიდობისაკენ მოუწოდებს 2500 მეტრის სიმაღლის მთიდან

0

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 5 იანვარს მეგობრებისა და მთამსვლელების ჯგუფთან ერთად ავიდა სომხეთში მდებარე  არტანიშის მთის მწვერვალზე, 2500 მეტრის სიმაღლეზე და იქიდან მოუწოდა ირანისა და აშშ-ის ლიდერებს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისაგან, რომლებსაც ისედაც ერთობ დაძაბული ვითარების გამწვავება შეუძლიათ.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად დაიძაბა აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბაღდადში ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის განკარგულება გასცა, რათა „ომი შეეჩერებინა“, და რომ სოლეიმანი „გარდაუვალ და სასტიკ“ თავდასხმებს გეგმავდა აშშ-ის ინტერესების და მოკავშირეების წინააღმდეგ.

თეირანმა განაცხადა, რომ შურს იძიებს გენერლის მოკვლის გამო, ხოლო ვაშინგტონმა მუქარა გამოთქვა, რომ მის მოქალაქეებსა და ობიექტებზე თავდასხმას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

სომხეთს ირანსა და აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება გამოთქვა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარო.

არტანიშის მთაზე ასვლისას ფაშინიანმა ფეისბუკით პირდაპირი ჩართვა განახორციელა, მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის და გამოთქვა რწმენა, რომ „ორივე ლიდერი ამ სიტუაციაში ბრძნულად იმოქმედებს და არ დაუშვებს, რომ ვითარება გაუარესდეს“. ფაშინიანის თქმით, ჩვენი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ჩვენი ხალხების და ქვეყნების განვითარება და ეს უნდა ემყარებოდეს ორმხრივი პატივისცემის, მშვიდობისა და სტაბილურობის პრინციპს.

უფრო ადრე ფაშინიანმა ფეისბუკით უარყო და ყალბი უწოდა ჯერ სომხურენოვანი საიტის, შემდეგ კი ირანის მედიით გავრცელებულ ცნობას, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს მიულოცა „წარმატებული ანტიირანული ოპერაცია“. ფაშინიანის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა „სიტყვის ყალბი თავისუფლება“ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას.

5 იანვარს ირანის მხარის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოღრაბ მნაცაკანიანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შორის. მინისტრებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ბაღდადის ინციდენტის შემდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის მთავრობის სახელით ირანის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა მაღალი რანგის ირანელი მოხელის სიკვდილის გამო“, ავრცელებს განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც დოკუმენტში ხაზს უსვამს ასევე შემდგომი დაძაბულობის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი საშუალებებით ვითარების განმუხტვის მნიშვნელობას.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о масштабных планах благоустройства территорий школ и детсадов


Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Экологические итоги недели: Миллиарды цикад покроют Америку





Путин в России и мире
Москва

«Ану-ка, девушки!»: какой была легендарная передача, которая вернется на ТВ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Кличко не видел Зеленского с начала конфликта с Россией


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

«Это не такая серьезная ситуация»: личные кадры с раздетой Анастасией Волочковой попали в открытый доступ



Москва

Москвичам рассказали, как на ВДНХ отметят Праздник Весны и Труда

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net