ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საერთაშორისო ჯარების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ
ერაყის პარლამენტმა 5 იანვარს კენჭი უყარა რეზოლუციას უცხოეთის ჯარების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ.
ერაყელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.
ერაყელმა კანონმდებლებმა ამასთან სთხოვეს მთავრობას, იმუშაოს იმაზე, რომ აიკრძალოს უცხოეთის ჯარების მიერ ერაყის ტერიტორიის, საჰაერო სივრცის და წყლების გამოყენება ნებისმიერი მიზეზით.
მთავრობა „ვალდებულია გააუქმოს თავისი თხოვნა დახმარების შესახებ საერთაშორისო კოალიციის მიმართ, რომელიც ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძოდა, იმის გამო, რომ სამხედრო მოქმედება ერაყში დაასრულა და მიღწეულია გამარჯვება“ ნათქვამია რეზოლუციაში.
პარლამენტის რეზოლუცია არ ავალდებულებს მთავრობას, შეასრულოს რეზოლუციის პირობები, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა, აბდულ-მაჰდიმ ადრე პარლამენტს მოსთხოვა მიეღო სასწრაფო ზომები, დასრულებულიყო უცხოეთის ჯარების ერაყში ყოფნა რაც შეიძლება, მალე.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყს შეიძლება შეექმნას შიდა და გარე სირთულეები, ერაყისთვის ეს მაინც უკეთესია პრინციპულობის და პრაქტიკულობის თვალსაზრისით, თქვა პრემიერმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას.
კენჭისყრა მოჰყვა ბაღდადის აეროპორტში ირანის ელიტარული სამხედრო შენაერთის, „ყუდსის ძალების“ სარდალზე, გენერალ ყასემ სოლეიმანიზე თავდასხმას და მის მოკვლას. მასთან ერთად მოკლეს ერაყის გასამხედროებული შენაერთის, „ჰაშდ შაბის“ მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი მაჰანდესი.