Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2020

დონალდ ტრამპი: სოლეიმანიმ „მოკლა ან მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში“

0
დონალდ ტრამპი: სოლეიმანიმ „მოკლა ან მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში“

აშშ-მა ერაყში საჰაერო თავდასხმისას მოკლა ირანის გავლენიანი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სულეიმანი, მძაფრი დაძაბულობის ფონზე. ამას მოჰყვა თეირანის მუქარა, რომ ის „სასტიკ შურისძიებას“ მიმართავს და ერაყის პრემიერ-მინისტრის ბრალდება, რომ ეს არის „ერაყში აშშ-ის ჯარის ყოფნის პირობების აღმაშფოთებელი დარღვევა“.

აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილი დაადასტურეს. სოლეიმანი იყო ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო ირანში. თავდასხმა ორ ავტომანქანაზე მოხდა 3 იანვრის დილით, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში. მოკლულია ათამდე პირი, მათ შორის, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფების წევრები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ სოლეიმანიმ „მოკლა ან მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მეტის მოკვლას გეგმავდა, მაგრამ დაიჭირეს!“ ტრამპმა სოლეიმანის ბრალი დასდო „მილიონობით ადამიანის, მათ შორის, ახლახან ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მრავალი მონაწილის მოკვლაში“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა იყო „კანონიერი“ და საფრთხე, რომ ირანის მიმართ არაფერი კეთდებოდა, იყო ძალიან დიდი“. აშშ არ „ესწრაფვის ომს ირანთან“, თქვა მან, „მაგრამ გულხელდაკრეფილი არ დადგება, როცა ამერიკელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა“. მაიკ პომპეომ 3 იანვარს გვიან განაცხადა, რომ „აშშ დეესკალაციას ესწრაფვის“. ასევე აღნიშნა, რომ ამ ოპერაციით ახალი, გარდაუვალი თავდასხმა აიცილეს თავიდან. 

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკის სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა.

სოლეიმანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში. თავდასხმისას მასთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.

სოლეიმანიზე თავდასხმა მოჰყვა დაძაბულობას, რომელიც ახლდა აშშ-ის საელჩოსთან ბაღდადში 31 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციას - რომლის მონაწილეები გმობდნენ აშშ-ის ორი დღის წინანდელ საჰაერო იერიშს, როცა ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების 25 წევრი მოკლეს. ძალადობრივი საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, ერაყის უშიშროების ძალებმა და ობიექტის დაცვის სამსახურმა ცრემლმდენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენეს. ინციდენტის დროს დაშავდა გასამხედროებული რაზმის 12 წევრი, რაშიც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანი დაადანაშაულა. „ირანს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოკლულების ან ზარალის გამო ჩვენს ნებისმიერ ობიექტზე“, დაწერა მან ტვიტერზე, ახალი წლის ღამეს. „მათ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ“, დასძინა ტრამპმა, რომელმაც მოგვიანებით ერაყში დამატებითი ძალები მიავლინა.

ერაყის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სასტიკი შურისძიებით“ დაემუქრა „დამნაშავეებს“, რომლებმაც სოლეიმანი მოკლეს.

ხამენეიმ ირანში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მოგვიანებით, ირანის უზენაესმა ლიდერმა „ყუდსის ძალების“ ახალ მეთაურად დანიშნა ასმაილ ყაანი, დღემდე „ყუდსის ძალების“ მეთაურის მოადგილე.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, აშშ-ის თავდასხმისას დაიღუპა ათი პირი, მათგან ხუთი - ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრი. გვარდია „ყუდსის ძალების“ ზედამხედველობაშია ჩართული. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროს არ დაუსახელებია.

თეირანში პარასკევის ლოცვის შემდეგ ათეულათასობით ადამიანი ჩაერთო დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიმართ მორჩილების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

სოციალური მედიით გავრცელებული მასალის თანახმად, გამოსვლები იყო ირანის სხვა ქალაქებშიც.

 

ბაღდადის აეროპორტში თავდასხმისას მოკლეს ასევე შიიტური, ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰაშდ შააბის“ გასამხედროებული ძალების მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუბანდისი. ერაყის არმიის განცხადებით, მუჰანდასის მოკვლა „აშშ-ის არმიის მანდატის აშკარა დარღვევაა“.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადილ აბდულ-მაჰდიმ განაცხადა, რომ „ორივე წამებული არის სიმბოლო „ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებისა“. მან სოლეიმანიზე თავდასხმას „ერაყში აშშ-ის ძალების ყოფნის პირობების აღმაშფოთებელი დარღვევა“ უწოდა.

აშშ-ის საელჩომ თავდასხმის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის „დაუყოვნებლივ დატოვებისკენ“ მოუწოდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნავთობის ფასმა ოთხი პროცენტით მოიმატა.

პენტაგონის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმა 2 იანვრის დილას დაამტკიცა. „პრეზიდენტის განკარგულებით აშშ-ის არმიამ მოაწყო გადამჭრელი თავდაცვითი აქცია, რათა დაეცვა აშშ-ის პერსონალი უცხოეთში, ყასემ სოლეიმანის, აშშ-ში უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ირანის რევოლუციური გვარდიის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის მოკვლის გზით“. განცხადებაში ასევე წერია, რომ „ამ თავდასხმის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმების გეგმის შეჩერება იყო“.

ამ განცხადების თანახმად, სოლეიმანის ორგანიზებული იყო ბოლო თვეების თავდასხმები აშშ-ის მეთაურობით ერაყში მოქმედ კოალიციის ძალებზე, მათ შორის, 27 დეკემბერს ამერიკელი კონტრაქტორის მკვლელობა.

გავრცელდა ცნობა, რომ თავდასხმა განხორციელდა „ორ ავტომანქანაზე დრონების ზუსტი დარტყმით, ბაღდადის აეროპორტში“.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ამ თავდასხმის შემდეგ ირანი უფრო გადაჭრით იმოქმედებს აშშ-ის წინააღმდეგ.

აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მიესალმნენ ტრამპის გადაწყვეტილებას, არაერთმა დემოკრატმა კი თავდასხმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალს.

ბაღდადში ირანის გენერლის მოკვლის თაობაზე, ბერლინში, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ულრიკე დემერმა განაცხადა, რომ „დაძაბულობის სახიფათო წერტილზე ვიმყოფებით. ახლა საჭიროა დეესკალაცია და გონივრულად და თავშეკავებით მოქმედება. რეგიონული კონფლიქტები მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით უნდა მოვაგვაროთ. კავშირი გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში წერია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმას ბაღდადის აეროპორტში... შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს მსოფლიოსა და რეგიონისთვის. „ამგვარი ქმედება ხელს არ უწყობს რთული პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში დაგროვდა, პირიქით, მიგვიყვანს რეგიონში დაძაბულობის გამწვავების ახალ რაუნდამდე“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ რუსეთში სულეიმანის სიკვდილს შეშფოთებით შეხვდნენ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: К открытию Троицкой линии территории возле новых станций благоустроят


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" обыграл "Локомотив" в 26-м туре чемпионата России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Россиянка Андреева стала рекордсменкой на турнирах WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве в парке нашли труп мужчины





Путин в России и мире
Москва

Politico: Россия проиграет войну с НАТО, предупреждает Польша (Topmember)


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Блогерша Алена Водонаева заявила, что ей нравится сын рэпера Джигана



Москва

Астролог объяснила, чего стоит остерегаться в майские праздники

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net