გაიხსნა პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი
დღეს, 3 იანვარს, გაიხსნა პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა წინასაახალწლო დღეებში, 30 დეკემბერს ჩაკეტა. მიზეზად მათ უსაფრთხოება დაასახელეს.
პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება მოქალაქეებს დღეს დილიდან შეუძლიათ.