პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში ნახეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, პურის საცხობში, წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილი ბუნებრივი აირით მოიწამლა. ამჟამად ისინი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" იმყოფებიან. ექიმების თქმით, 60 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თონეში მომუშავე მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში 3 იანვარს, დილით ნახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.