„ხომ ფაქტია, რომ ვიღაც მაზლს ირჩევს და ვიღაც - ცოლის ძმას! ეს ხომ არ არის შეფასება?! შეფასება უნდა იყოს პოლიტიკური!"
„ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს!“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ხარვეზებზე, რომელთა მოწმეც თავად არის.