ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს, იწვის სახლებიც
საბერძნეთში, ათენის შემოგარენში 17 ივლისის შემდეგ ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრეები. ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს და ახალ კერებს აჩენს. 18 ივლისის საღამოს მონაცემებით, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე... Читать дальше...