Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2023

ნანა აკობიძე: ამას აკეთებდა მიშა სააკაშვილი – და ეს იყო ამაზრზენად ცუდი. ამას აკეთებს ოცნება – და ეს არის ამაზრზენად ცუდი

0
“ლეჩხუმელი ვარ და ვერ ავუვლი გვერდს იმ ამბავს, ლეჩხუმელი ქალების სახელით რომ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს ერთმა ქალბატონმა ცაგერში ვიზიტისას. (სხვებმაც, მაგრამ ეს ქალბატონი განსაკუთრებით მოხვდა ჰედლაინებში).
მადლობა მშვიდობისთვისო, – ქალმა, რომლის ნამღერმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ფურორი მოახდინა. ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო – ასეთი იყო იმ სიმღერის ტექსტი.
არაფერია გასაოცარი იმაში, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც გულწრფელად სჯერა ხელისუფლების. მათ შორის პრემიერის. რა უფლება მაქვს, ეჭვი შევიტანო ქალბატონის გულწრფელობაში. (მიუხ, იმისა, რომ აშკარად სხვადასხვა აზრი გვაქვს მშვიდობაზეც და ხელისუფლებაზეც).
გასაოცრად დანაშაულებრივი აქ სხვა რამეა: ის, რომ სისტემა ავალდებულებს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ასე საჯაროდ ჩამწკრივებულები, დახვდნენ პრემიერს ქუჩაში და გამოხატონ კმაყოფილება.
ამას აკეთებდა მიშა სააკაშვილი – და ეს იყო ამაზრზენად ცუდი.
ამას აკეთებს ოცნება – და ეს არის ამაზრზენად ცუდი.
ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ როგორ ფეხებზე გკიდია შენი ქვეყნის მოქალაქე, როგორ მზად ხარ, გაიმეტო გაპამპულავებისთვის, გამასხარავებისთვის, იმისთვის, რომ თუ რამე სახელისთვის მიუღწევია, ხელის ერთი მოსმით გაუჩანაგო და დაუნარცხო მიწაზე.
ნორმალურ საზოგადოებაში ადამიანები ქუჩაში ეგებებიან მხოლოდ და მხოლოდ ღვაწლმოსილ, გამოჩენილ ადამიანებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, გმირებს – ასევე მხოლოდ საკუთარი სურვილით და ინიციატივით.
ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი რეგიონში არც
მოვლენაა და არც ქუჩაში ჩამწკრივების საბაბი. ეს მათი სამუშაოს ნაწილია, რაშიც ხელფასს ვუხდით და მუშაობისთვის არავინ უხდის მადლობას.
უფრო მეტიც: ცუდი მუშაობისთვის სჯიან
კიდეც. სასჯელის ფორმა სხვადასხვაა – გილიოტინა არ მაქვს მხედველობაში.
გილიოტინაზე ჩვენ ავყავართ ამ სისტემას: უყოყმანოდ გვიმეტებს თავის მოსაჭრელად.
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ლეჩხუმშიც და ნებისმიერ კუთხეში, განსაკუთრებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებო, მადლობა კი არა, პირველ რიგში ვისწავლოთ არა-ს თქმა იმაზე, რაც არაა ჩვენი საქმის ნაწილი. მარტო არა კი არა, გაოცებაც ვისწავლოთ : პრემიერი ჩამოდის? და მე რა შუაში ვარ, რატომ უნდა დავხვდე ქუჩაში??
წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ და დიდხანს დაგვცინებენ და ჰერიო ბიჭებო პათეტიკად დაგვრჩება. მტერს გავახარებთ ზუსტადაც.
მე არ ვარ მტერი – მოყვარე ვარ და გულით განვიცდი იმ ქალბატონისკენ მიმართულ ყველა დასაცინ სტატუსს და კომენტარს. არ მემეტება საამისოდ. არცერთი ლეჩხუმელი ქალი (კაციც) არ მემეტება დასაცინად და კედელ-კედელ სათრევად.
სხვათაშორის, ისიც არ მომეწონა, ადრე, იმ სატელევიზიო შოუსთვის როგორც “შეფუთეს” ის მომღერალი ქალბატონი: ფენოვანი ხაჭაპურით ხელში, ინტერვიუებში ძროხის წველაზე აპელირებით. აი, მაშინაც შოუს ორგანიზატორებს მადლობა კი არა, კაი ალიყური ეკუთვნოდა ადამიანის ღირსების შელახვისთვის (სწორედ ის ხაჭაპურიანი ფოტოები ტრიალებს დღეს სოციალურ ქსელში სხვადასხვა საღლაბუცო ინტერპრეტაციით.
ის შოუ იყო, ნიჭიერი, მაგრამ
რეიტინგის გამო ადამიანის ღირსების ფეხებზე დამკიდებელი.
შოუ იყო ესეც – ამ შემთხვევაში ნამდვილად უნიჭო, სადაც ისევ დაზარალდა /დააზარალეს თავის საქმეში ნიჭიერი ადამიანი და პრემიერის რეიტინგს თუ ამით რამე წაადგა, ისიც არ დამიმალოთ.
ყველანი დავზარალდებით.
თუ არ ვისწავლით არა-ს თქმას იქ, სადაც საჭიროა,” – წერს სოციალურ ქსელში მედიამკვლევარი, მწერალი ნანა აკობიძე.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака


Спорт в России и мире
Москва

В полуфинале конкурса «Это у нас семейное» в ЦФО победили 74 семьи


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В парке на востоке Москвы нашли тело школьницы





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин попросил передать послание духовному лидеру Ирана


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»



Москва

Новостройку по программе реновации возведут на Армавирской улице

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net