Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 12.04.2020

ქუთაისის კლინიკიდან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ტაშით გააცილეს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კლინიკის ადმინისტრაციამ და მედპერსონალმა ტაშით გააცილა. პაციენტი კლინიკაში 26 მარტს კარანტინიდან შეიყვანეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. პაციენტის გაცილების ვიდეო და ფოტოები კლინიკის გვერდზე გავრცელდა. ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით  16 პაციენტი  განაგრძობს მკურნალობას. 12... Читать дальше...

აპრილი 1989 - 2020

Radiotavisupleba.ge 

დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამ ღამეს დაიწყო. ფოტოსურათმა შეინახა ეს დრო და შეინახა ძალადობა. ექიმებმა სიცოცხლე გადაარჩინეს. სისხლიანი ღამის ძველი და ახალი სურათები. ️9 აპრილის უცნობი გმირები.

აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 აპრილს 

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა - 257 გარდაცვლილი - 3 გამოჯანმრთელებული - 67 კარანტინში - 4872 სტაციონარში - 453 12 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 257 შემთხვევაა დაფიქსირებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ეს არის დაავადების მიმდინარეობის ზომიერი და კონტროლირებადი რაოდენობა. ამჟამად საქართველოში 190 პაციენტი გადის მკურნალობის პროცესს... Читать дальше...



“…ამის გამო ჩვენი “საკვალელი” ნაცუკები გამწარდნენ და მთავრობის გინებას შეუდგნენ!”

News.ge 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “N A Z I -ები ვერაფრით ვერ შეეგუენ, რომ მთავრობამ მოულოდნელად ასე ოსტატურად მოუარა COVID-19-ს.და სად? არც ისე მოწესრიგებულ საქართველოში. ამის გამო ჩვენი “საკვალელი” ნაცუკები გამწარდნენ და მთავრობის გინებას შეუდგნენ! და როცა ქართველი კაცი მიხვდა რომ ნაცისტებს ერის ჯანმრთელობა, სულ არ ადარდებთ, უფრო მეტიც ფეხებზე ...

“მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პანდემიის მიმართ …”

News.ge 

საიტი radiotavisupleba.ge ბლოგზე აქვეყნებს გიორგი მაისურაძის წერილს: “ეკლესია, ვირუსი და ლოგოსი”, გთავაზობთ ამონარიდს: “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი რაციონალური პოზიციებით არასდროს ანებივრებდა არც საკუთარ მრევლს და არც იმ ქვეყანას, რომელსაც, როგორც უპატრონო საყდარს, ისე ეპატრონება. ოხუნჯობები მღვდელმთავრებისა თუ ინტელექტუალური პრეტენზიების მქონე დეკანოზებისგან თქმულ და ნაქადაგარ აბსურდებზე, რომლებსაც სამედიცინო ტერმინი დელირიუმი, ანუ ბოდვა უფრო მიესადაგება, დიდი ხანია ...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის პრეზიდენტობისას კორონავირუსი მთავარი თემა იქნება

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის პანდემია მთავარი საკითხი იქნება ევროკავშირის დღის წესრიგში იმ პერიოდში, როცა მიმდინარე წელს მისი მორიგე პრეზიდენტი გერმანია გახდება - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში.  "ჩვენ ამას 'კორონის პრეზიდენტობად' ვაქცევთ, რათა კორონა და მისი შედეგები გადავლახოთ" - წერს მაასი გერმანიაში გამომავალ გაზეთში Die Welt-ი. გერმანია 1 ივლისს გადაიბარებს პრეზიდენტობას ხორვატიისგან. .  მაასი აკრიტიკებს კრიზისთან აშშ-ის ბრძოლის მეთოდებს და ჩინეთს... Читать дальше...

ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი აცხადებს, რომ სინოდის წევრების ილია მეორესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში იგეგმება

Marshalpress.ge (მარშალ) 

სინოდის წევრების ილია მეორესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში იგეგმება, – განაცხადა ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა. თუმცა აბბა ალავერდელს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია. მისი განმარტებით, პატრიარქთან ერთად განიხილავენ საკითხს, რომელიც კორონავირუსზე სასულიერო პირების შესაძლო ტესტირებას ეხება. „თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ამბობენ, რომ სწრაფი ტესტი არ არის სანდო და ლაბორატორიის პასუხი უფრო სანდოა. თუ ვთქვათ, არ არის სანდო, […]

Source

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად რუმინეთის ეკლესიამ უკვე 1 480 000 ევრო გაიღო

News.ge 

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიისგან დაზარალებულ  ადამიანებს ეხმარება. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, რუმინეთის პატრიარქის, დანიელის მიმართვის შემდეგ, რუმინეთის ეკლესიის სასულიერო პირებმა და მოხალისეებმა გააძლიერეს ზრუნვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. მატერიალური დახმარება განკუთვნილია ღარიბებისა და მოხუცებისთვის, ავადმყოფებისა და შშმ პირებისთვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან იზოლაციაში ან კარანტინში. ასევე, რუმინეთის ეკლესია ეხმარება რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას. Читать дальше...



ბორის ჯონსონი: ჯანდაცვის სისტემა ბრიტანეთის "მფეთქავი გულია"

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას (NHS) "დაუმარცხებელი" უწოდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირა დაჰყო ლონდონის საავადმყოფოში, COVID-19-ის დიაგნოზით - რესპირატორული დაავადებით, რომელსაც ახალი კორონავიუსი იწვევს.  "ამ შვიდ დღეში, რა თქმა უნდა, ვნახე ის ზეწოლა, რომლის ქვეშაც უწევს მუშაობა NHS-ს", - ამბობს ჯონსონი ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში. "ვიხილე პიროვნული გამბედაობა, არა მხოლოდ ექიმების და ექთნების, არამედ დამლაგებლების, მზარეულების, ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომლის მხრიდან"... Читать дальше...

რომის პაპი გამოდის მოწოდებით გლობალური სოლიდარობისკენ, კორონავირუსთან ბრძოლაში

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს გარშემო ქრისტიანთა უმეტესობა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს იმ ფონზე, როცა მილიარდობით ადამიანი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო სახლებში რჩება. გაუქმდა ტრადიციული ღონისძიებები, ტაძრები, რომლებიც სავსეა ხოლმე, წელს ცარიელია. რომის პაპი, ფრანცისკე, 12 აპრილს გამოვიდა მოწოდებით გლობალური სოლიდარობისკენ, კორონავირუსის პანდემიასა და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში და ითხოვა საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება, ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების მოხსნა და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ყველა კონფლიქტში. Читать дальше...

ირანში 4,474-ს მიაღწია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ირანში ბოლო 24 საათში 117-ით გაიზარდა COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი, რამაც მთლიანი მონაცემი 4,474-ს გაუტოლა, - განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიანუშ ჯაჰანპურმა 12 აპრილს.  მისი თქმით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 71,686 ადამიანს უტოლდება.  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ირანი ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ. ბევრი ირანელი და საერთაშორისო ექსპერტი თვლის, რომ ირანის მთავრობა, რომელსაც არასაკმარისად სწრაფი პირველი რეაქციის გამო აკრიტიკებენ, განზრახ ამცირებს რეალურ მონაცემებს. Читать дальше...

საქართველოში იერუსალიმიდან ცეცხლს 18 აპრილს ჩამოიტანენ

News.ge 

წელს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა მომლოცველების გარეშე შესრულდება და  მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ცეცხლი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გადაეცემა, რომლების მას თვითმფრინავებში დაელოდებიან. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ ტაძარში ცეცხლის გარდმოსვლა ონლაინ რეჟიმში გადაიცემა  მთელ მსოფლიოში. შაბათს, 18 აპრილს თბილისიდან იერუსალიმში შესრულდება ავიარეისი, რომლის მგზავრები, “პილგრიმ ტურს”-ის დირექტორი და 2 სასულიერო ...

ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს. „ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში. „მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ... Читать дальше...

Oh, Chemistry Review

News.ge 

Oh, Chemistry will be the most effective selling mystery novel of all time. It is among the excellent mysteries of all time, and it has won many awards and honors, such as the National Book Award for fiction. It was initially published in 1953, but buy essay online the stories that have appeared due to ...

მასშტაბური კატასტროფის რეჟიმი აშშ-ში

News.ge 

Fox News-ი იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, 11 აპრილს, ვაიომინგის შტატში გამოაცხადა ე.წ. “მასშტაბური კატასტროფის”  (major disaster) რეჟიმი. ვაიომინგი 50 შტატს შორის რიგით უკანასკნელია, სადაც ეს მდგომარეობა გამოცხადდა. ამ შტატის გუბერნატორმა 9 აპრილს ოფიციალურად მიმართა თეთრი სახლის ხელმძღვანელს და სთხოვა საგანგებო რეჟიმის შემოღება. იმ მომენტისთვის ვაიომინგში 200 დაავადებული იყო რეგისტრირებული. როგორც ამერიკული ლიდერის  ...

სოფელ გომში მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

Radiotavisupleba.ge 

30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად სოფელ გომში, აგარაკზე იმყოფებოდა. როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები. ამასთან, მოხდება სინჯების აღება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს.  კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება. ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი მატება აღირიცხა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იუწყება კორონავირუსით ინფიცირების 2,186 ახალ შემთხვევაზე, რაც ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მონაცემია ეპიდემიის დაწყების შემდეგ. ამით ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაუტოლდა 15,770-ს. დაღუპულია 130 ადამიანი.  ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ კრიტიკოსები რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთ და აცხადებენ, რომ ქვეყანა არ აღრიცხავს რეალურ სურათს.  კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 11 აპრილს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, "ვხედავთ, რომ მოსკოვში საავადმყოფოები ძალიან ინტენსიურად... Читать дальше...

ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი, - იუწყება ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭო 12 აპრილს. საბჭო ტვიტერით ავრცელებს პატიმართა რამდენიმე ფოტოს და აცხადებს, რომ ისინი 11 აპრილს გათავისუფლდნენ.  საბჭოს თქმით, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განხილული იქნა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და სასჯელის დარჩენილი ხანგრძლივობა.  8 აპრილის შემდეგ მთავრობამ, საერთო ჯამში, თალიბანის წევრი 300 პატიმარი გაათავისუფლა. ასეთ ფონზე... Читать дальше...


Музыкальные новости
Баста

"Новосибирск, бро, за всё прости": концерт Басты на "Сибирь-Арене" собрал аншлаг





Персональные новости
#123ru.net

Музей – завод «СырКультПросвет» открылся в Угличе





Microsoft კორონოვირუსთან საბრძოლველად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

News.ge 

კორპორაცია Microsoft ჩაერთო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. კომპანიის ბლოგში ნათქვამია, რომ Microsoft  მობილიზაციას უკეთებს თავის პროგრამას  ” ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელობისთვის” (AI for Health)  COVID-19-ის დასამარცხებლად. კომპანია იუწყება, რომ პანდემიის გლობალური მასშტაბის გათვალისწინებით ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება COVID-19-თან ბრძოლის ყველა ასპექტში, დაწყებული მასიური მონაცემების დამუშავებით, დამთავრებული ინფექციის გადამტანების ანალიზებისა და  მკურნალობის შედეგების კვლევით. Читать дальше...

ბელარუსი აცხადებს, რომ ახალი ბირთვული ელექტროსადგური შემოდგომაზე ამუშავდება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის დასავლეთში მშენებარე ბირთვული ელექტროსადგური ზაფხულში ამუშავდება, შემოდგომაზე კი უკვე ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს.  ბელარუსის ბირთვული ელექტროსადგურის ამუშავების გეგმა 11 აპრილს გამოაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ კარანკევიჩმა, სატელევიზიო ინტერვიუს დროს. "ივლისისთვის ვგეგმავთ ფიზიკურ ამუშავებას... შესაბამისად, ელექტროენერგიის პირველი კილოვატსაათების, ენერგიის წარმოება სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება", - განაცხადა მან.  ელექტროსადგური შენდება ქალაქ ასტრავეტსში... Читать дальше...

კორონავირუსის გამო მსოფლიოს გარშემო ქრისტიანები აღდგომას მოკრძალებულად აღნიშნავენ

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს გარშემო ქრისტიანთა უმეტესობა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს იმ ფონზე, როცა მილიარდობით ადამიანი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო სახლებში რჩება. გაუქმდა ტრადიციული ღონისძიებები, ტაძრები, რომლებიც სავსეა ხოლმე, წელს ცარიელია. რომის პაპმა ფრანცისკემ გააუქმა თავისი ტრადიციული სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს მოედანზე - ღონისძიება, რომელიც ვატიკანის ფორუმს ავსებს ხოლმე, 80,000-მდე მორწმუნით. ამის ნაცვლად კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი თავის სააღდგომო მესიჯს ინტერნეტით გაავრცელებს, ვატიკანში მდებარე მისი პირადი ბიბლიოთეკიდან. Читать дальше...

როგორ იმოქმედებს COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს სურსათით მომარაგებაზე

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსმა უკვე ჩაითრია გლობალური ეკონომიკა სპირალში: ათობით მილიონმა ადამიანმა მსფლიოში დაკარგა სამსახური მას შემდეგ, რაც ფაბრიკა-ქარხნებმა უჰანიდან ბავარიამდე თუ მიჩიგანამდე მუშაობა შეაჩერეს. მაგრამ რა მოუვა საკვებს? ემუქრება თუ არა საფრთხე სურსათის მიწოდებას?

იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ ჩამოიტანენ

Radiotavisupleba.ge 

სამების საკათედრო ტაძარში "პილიგრიმ ტურსის" ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება და წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ. მისივე ინფორმაციით, ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს. „23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება... Читать дальше...

სააღდგომო ლიტურგია შაბათს 23 საათზე დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

შაბათს, 18  აპრილის ღამეს სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა, რომელიც ვნების კვირის ღვთისმსახურებათა განრიგს აცნობდა მრევლს. "საღამოს, შაბათს 22 საათზე წაკითხული იქნება შუა ღამისჟამი, 23 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო 12-ზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ. შეგახსენებთ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Александр Розенбаум рассказал о дополнительном источнике дохода: "Не бомжовые заведения"



Москва

Ищенко оценил вариант применения ядерного оружия РФ против Польши и Прибалтики

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net