“…ამის გამო ჩვენი “საკვალელი” ნაცუკები გამწარდნენ და მთავრობის გინებას შეუდგნენ!”
რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“N A Z I -ები
ვერაფრით ვერ შეეგუენ, რომ მთავრობამ მოულოდნელად ასე ოსტატურად მოუარა COVID-19-ს.და სად? არც ისე მოწესრიგებულ საქართველოში.
ამის გამო ჩვენი “საკვალელი” ნაცუკები გამწარდნენ და მთავრობის გინებას შეუდგნენ!
და როცა ქართველი კაცი მიხვდა რომ ნაცისტებს ერის ჯანმრთელობა, სულ არ ადარდებთ, უფრო მეტიც ფეხებზე ჰკიდიათ, შეცბუნებულმა NAZI-მ თავის ინტრიგების გამართლება სცადეს!
აბა ნახეთ:
1. “პანდემიას ესენი როგორ მოუვლიან? ჰა-ჰა-ჰა,-სიცილი გვახრჩობსო! სად აქვთ, ქართულ ოცნებას, ისეთი გამოცდილება, ჩვენ რომ გვაქსო! მიგვიშვით ერთი და დარწმუნდებით!!! აქ მკაცრი ზომებია საჭიროო!!!”
და მართლაც მთავრობამ გ ა ა მ კ ა ც რ ა
2. “ეს რა აუტენელი ძალადობაა?! ასეთი ველური მეთოდებით აპირებთ ვირუსთან ბრძოლას? სულ გამოსირდით? ადამიანის უფლებები??? სად, რომელ ქვეყანაში ხედავთ ასეთ დიქტატურას? ალბათ ჩვენი დაჭერა გსურთ???”
ისე კარგი კი იქნებოდა გოგბიჭნაციკების იზოლაცია, გავიფიქრე ჩემთვის…
მთელმა ევროპამ კარანტინი რომ გამოაცხადა წაიყრუეს. წაყრუება იციან, როგორც კი ცხოვრება უნძრევს – მომენტალური წაყრუება!
3. “რას უჯერებთ ამ უვიც ექიმებს – არაფერი იციან და გვატყუებენ, ნახევარი საქარღველო დაავადებულია, ყველა კვდება, ხალხი მშიერი იხოცება!”
და აი დარტყმა, ევროპამ და ამერიკამ აღიარა “ქართული სასწაული”! – გულშეწიხებულები წაიყრუეს და ახალ იდეას მიაგნეს!
4. სად არის სასწრაფო ტესტების საშვალებანი? მაისში ეპიდემიას ვაჯობებთო?! ხა-ხა-ხა! უამრავი ავადმყოფი დადის ქუჩებში და ტესტი არ გვაქს! იქნებ ყველა ავად ვართ? და მკვდრებს გვიმალავენ!კარანტინი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს!”
100 000 000 დადო ბიძინამ პანდემიის ფონდში;
5. “უჰ-უჰ-ჰა-ჰა-ხა-ხ! ვერ გვიყიდის! ტყუის!”
ასეთი ბოღმა ისტერიჩკა ჯიში ქართველისა ჯერ არ მინახავს!
თუმცა ახალგაზრდობაში რესტორან “თბილისის” დარაჯათ ერთი “სიმპატიური” ხნიერი კაცი მუშაობდა! თურმე 1937 წელს ქართული КГБ-ს პოლკოვნიკი ყოფილა! ხალას აწამებდა და ხვრეტდა. ვერასოდეს იტყოდი, მეც არ მჯეროდა და ერთხელ მთვრალმა ვკითხე და … უეცრად რაღაც აფეთქდა – ეს ბოროტებამ ამოხეთქა და შემაქანავა! ძალადობის შემზარავმა მეხმა დააბნელა ჩემი გონება! მივხვდი: ო, რა ბილწი ვნებით მიმასიკვდილებდა, სხვა დრო რომ ყოფილიყო!
როგორ ვიფიქრებდი რომ სიბერეში ჩემს სამშობლოში ასეთი ხალხის გველისწიწილებით აივსებოდა!ღვთისმშობლის მხარეს ბილწავენ?!
ო, რა ბოღმები და რა შუიანები არიან ევროპული ტყავში შემძვრალნი არამზადები?!
დიდი დოსტოევსკის ბოროტების კონცეპციის ილუსტრაციაა მათი ცხოვრება:
შედიხარ ბოროტებაში,
იცი რომ ბოროტებას ემსახურები,
გსურს გამოსვლა,
მაგრამ ამაოდ
და ჯინაზე უფრო ბოროტდები,
კარგავ საღ აზრს,
საკუთარ თავს კარგავ
და მიდიხარ და იხრჩობი ბოროტების ჭაობში
და იცი რომ სამუდამოთ იქ უნდა დარჩე!
ჰოდა დარჩით Nazi-ებო!”