Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 19.04.2020

ლევან რატიანი: მყავს 6 თვის შვილი, რომელიც 2 თვე არ მინახავს

Radiotavisupleba.ge 

პირველი სამედიცინო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ შვილები ორ თვე არ უნახავს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში სოციალური დისტანციის აუცილებლობაზე საუბრის დროს თქვა. "მყავს 6 თვის შვილი, რომელიც 2 თვე არ მინახავს. იცი, რა რთულია?" - თქვა მან. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ პაციენტს მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 394 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მიხეილ სააკაშვილი: „დავივიწყოთ ყველაფერი და ერთად ვიმუშაოთ“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში, ძალიან ბევრს ვფიქრობს საქართველოზე, რომლისკენაც უკიდურესად საშიში დიდი ტალღა მოდის.   „ეს დღე და ღამე მიფრთხობს ძილს, ძალიან განვიცდი ამას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამომიყენთ რამეში იმიტომ, რომ ეს ტალღა ყველას გადაგფარავთ. და არ გიშველით არანაირი მოპარული ფულები, არაფერი არ გიშველით იმიტომ, რომ ეს სულ სხვა ტალღაა. ვერ წარმოგიდგენიათ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ თქვენც ვერ წარმოგიდგენიათ, რა უბედურება მოდის. Читать дальше...



მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ ესწრაფვის თანამდებობას უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი არ მიისწრაფვის უკრაინაში არც ერთი თანამდებობისკენ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი კონტაქტები აქვს ქვეყნის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ხოლო მის კანდიდატურას ჩატარებული გამოკვლევით ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს,“კრიზისის პერიოდის“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. „ოდესაში მე უფრო მეტი გზა ვაშენე, ვიდრე „ქოცების“ ხელისუფლებამ მთელი ჩემი დატოვებული ფულის მიუხედავად მთელ რვა წელიწადში ააშენა საქართველოში, უბრალოდ ციფრებში რომ შევადაროთ. და მინდა ვთქვა... Читать дальше...

პროგნოზები აღდგომის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: რისკი შემცირებულია, თუმცა არა განულებული   დადასტურებული შემთხვევა - 394 გარდაცვლილი - 4 გამოჯანმრთელებული - 93 კარანტინში - 5094 სტაციონარში - 547 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომის ღამით ეკლესიებში იმდენი ადამიანი რომ მისულიყო, რამდენიც ჩვეულებრივად დადის ხოლმე, კორონავირუსის გავრცელების რისკი გაცილებით მაღალი იქნებოდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჯერად, რაკი ეკლესიებში ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა... Читать дальше...

შსს-მ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა. დაკავებულია ის პირი, რომელმაც ხანძრის გაჩენის დროს ფეისბუკზე ლაივი ჩართო. ვიდეოში ის ამბობდა, რომ ნახა, საიდან "ვრცელდება კორონავირუსი" და "ბუდეს დემონტაჟს" უტარებდა. შემდეგ მობილური ჯიბეში ჩაიდო, გაისმა მსხვრევის ხმა და რამდენიმე წამში გამოჩნდა ცეცხლწაკიდებული შენობა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის... Читать дальше...

როგორ ატარებენ იზოლაციის პერიოდს ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე (ვიდეო)

News.ge 

ნანუკა გუდავაძემ ცოტა ხნის წინ თავის „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა. „როგორ მივიქციოთ ქმრის ყურადღება, თუ ის იზოლაციის პერიოდში თამაშებზე გადაერთო“…

რუსეთის ერთ-ერთ ეკლესიაში თავს დაესხნენ ჟურნალისტებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ომსკის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ადგილობრივი მღვდელი და მრევლი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდანენ იმის დადგენას, თუ რამდენად იცავდნენ სააღდგომო ღვთისმსახურებისას ეკლესიაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული თვითიზოლაციის რეჟიმს.   ადგილობრივი გამოცემა БК55-ის კორესპონდენტებმა განცხადეს, რომ ისინი ძალითა და უცენზურო გინებით გააძევეს ზნამენსკის ტაძრიდან, სადაც მათ სასულიერო პირს კომენტარი სთხოვეს.   ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას, სადაც მიმდინარეობს ამ ამბის გადამოწმება. Читать дальше...



შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა (ვიდეო)

News.ge 

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო. შსს-ს ინფორმაციით, ...

ვიღაცა დადის ქალაქში... ბესიკ ხარანაული

Radiotavisupleba.ge 

ბესიკ ხარანაული ამბობს, რომ ბედის სჯერა და ცდილობს ჩასწვდეს ჩვენს საერთო ბედს, დღევანდელი ამბების საიდუმლოს. რა უნდა ჩვენგან ბუნებას, რას გვემდურის? რა უნდა ჩვენგან ისტორიას? ბესიკ ხარანაულის ხმამაღალი ფიქრები „ანარეკლებში".

წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებითა და ერთიანობით, ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ

Marshalpress.ge (მარშალ) 

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში […]

Source

მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

Radiotavisupleba.ge 

მთელი დღის განმავლობაში დათა ვანიშვილი გზას გაჰყურებდა - იქნებ ვინმე მოვიდეს და მახოს ამბავი მომიტანოსო. მერე სასაფლაოზე წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ რუსები გამოჩნდნენ და არსადაც არ წახვალო, უთხრეს.

რომის პაპი: არის საშიშროება, რომ გასაჭირში მყოფებს დავივიწყებთ

News.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვატიკანი პირველად დატოვა და საკვირაო ღვთისმსახურება მახლობელ სანტო სპირიტოს ტაძარში შეასრულა.  რომის პაპმა ქრისტიანებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიოში უსამართლობისგან განკურნების დროა. „ახლა, როდესაც ჩვენ პანდემიის პროცესში ნელი და მძიმე გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს, არის საშიშროება, რომ გასაჭირში მყოფებს დავივიწყებთ. არის საშიშროება, რომ შეიძლება კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს ...

ყირგიზეთში 134-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულ ექიმთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში 134-მდე გაზიარდა კორონავირუსით დაავადებულ ექიმთა რიცხვი, რაც ქვეყანში COVID-19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით ერთი მესამედია.   ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა 18 სამედიცინო მუშაკს.   მთლიანობაში ყირგიზეთში 554 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. 5 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი განიკურნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ იტყობინება საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში. ამავე ინფორმაციით, ეპიდემის განმავლოვაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 პაცინეტი გარდაიცვალა.   კარანტინის რეჟიმში საქართველოში ამჟამად იმყოფება 5094 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ „ტაძრების დახურვა ეკლესიის დევნას ნიშნავს“

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმის საკათედრო ტაძარში, 19 აპრილის დილით ძალიან ცოტა ხალხი იყო. თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ წინა ღამით, სააღდგომო ღვთისმსახურებაზე საკმაო რაოდენობის ხალხი მივიდა. მათ შორის იყვნენ ბავშვები. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ მიერ ტაძარში გადაღებულ კადრებზე ნათლად ჩანს, რომ კორნავირუსის პანდემიის საფრთხის მიუხედავად ტაძარში შესულ ბავშვებს არ უკეთიათ დამცავი პირბადეები და ისინი კოცნიან ხატებს.   ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი... Читать дальше...

შსს სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენას სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. იმ დროს, როცა ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გავიდა. Читать дальше...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 20 აპრილს სირიაში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი სირიაში გაემგზავრება, სადაც 20 აპრილს ქვყენის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან გამართავს მოლაპარაკებებს.   ირანის საგარეო უწყების ცნობით, ზარიფი დამასკში თავის კოლეგა, ვალიდ ალ-მუალემსაც შეხვდება.   დამასკში შეხვედრების ძირითადი საკითხები იქნება ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და სირიის ბრძოლა „ტერორიზმის“ წინააღმდეგ.   ჯავად ზარიფსა და ასადს შორის ბოლო შეხვედრა დამასკში ერთი წლის წინ გაიმართა.   ირანი, რუსეთთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ... Читать дальше...

რუსეთის საელჩო ჩეხეთში საკონსულოს მისამართზე გადავიდა ბორის ნემცოვის სახელობის მოედნის გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საელჩო ჩეხეთში ოფიციალური მიმოწერის დროს რუსეთის საელჩო იურიდიულ მისამართად გამოიყენებს „კორუნავაჩის“ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საკონსულოა განლაგებული. ჩეხური მედიის ცნობით ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საელჩომ ქვეყნის საგარეო უწყებას აცნობა მას შემდეგ, რაც პრაღის მერიის გადაწყვეტილებით 27 თებერვალს რუსეთის საელჩოს წინ მდებარე პოდ კაშტანის მოედანს სახელი გადაერქვა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა. კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს... Читать дальше...


Музыкальные новости
Эстрада

Смешарики и «Академия Эстрада Тинс» выпустили трек «Попурри»





Персональные новости
Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)





აღდგომის ღამეს რუმინეთის ერთ-ერთ რაიონში აგრესიულ ჯგუფსა და პოლიციას შორის მცირე შეტაკება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში, სადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აგრესიულად განწყობილ პირთა ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა იმის გამო, თითქოს სამართალდამცველები მათ გრძნობებს შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ.   რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, პოლიციას ვითარების დეესკალაციისათვის დამატებითი ძალის გამოძახება მოუხდა.   პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ დაარღვიეს კარანტინის მოთხოვნა და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას... Читать дальше...

გამყრელიძე: რაკი ეკლესიებში ნაკლები ადამიანი მივიდა, რისკი შემცირებულია, თუმცა არა განულებული

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომის ღამით ეკლესიებში იმდენი ადამიანი რომ მისულიყო, რამდენიც ჩვეულებრივად დადის ხოლმე, კორონავირუსის გავრცელების რისკი გაცილებით მაღალი იქნებოდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჯერად, რაკი ეკლესიებში ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა, რისკი შემცირებულია, თუმცა არა განულებული: „მადლობა მინდა გადავუხადო მრევლს, იმ უმეტეს ნაწილს, ვინც გაითვალისწინა რეკომენდაციები და გუშინ სააღდგომო ლიტურგია... Читать дальше...

გიორგი გახარია: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება სააღდგომო ლიტურგიას და წერს, რომ გუშინდელმა დღემ საზოგადოებას დაანახა, თუ როგორ შენდება წარმატებული სახელმწიფო. გიორგი გახარია მადლობას უხდის მოქალაქეებს, ექიმებს, პოლიციას და ჯარს: „გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა... Читать дальше...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ნათესავებს წითელი ჯვრიდან დაუკავშირდნენ

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ კურტაევისა და თათია ადიკაშვილის ნათესავებს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ და დახმარებას შეჰპირდნენ, - ეს ინფორმაცია დაკავებულის დამ, თამთა ადიკაშვილმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა. ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები თამთა ადიკაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან დახმარებას ითხოვდა. მისი და, თათია ადიკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

19 აპრილს, თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და წერს, რომ პირველ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ელექტროენერგია გათიშული იყო. მისივე თქმით, ბიბლიოთეკა აქტიურადაა ჩართული ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების საკითხში, რაც იწვევს გარკვეულ ეჭვებს: „დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში... Читать дальше...

მოლდოვაში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ქვეყანა კარანტინში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვაში, სადაც 19 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა, სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე, ცარიელ ტაძრებში გაიმართა. მოლდოვაში, რომელიც ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება, კორონავირუსის ინფექციით დაავადებულია 2378 კაცი.   ეპიდემიის შესაჩერებლად ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко: я предпочитаю смотреть мужской теннис, а не женский


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Песня

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов – iTunes, Apple Music, Youtube Music, Яндекс.Музыка, ВК и Boom, Spotify.



Москва

Завод Москвы начал серийный выпуск плетенки для защиты электрических кабелей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net