Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 02.04.2020

სოფელი ქვემო ბოლნისი მთლიანად ჩაკეტეს

Radiotavisupleba.ge 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვემო ბოლნისში,  პირველ აპრილს,  კარანტინი კიდევ უფრო გამკაცრდა, მას შემდეგ,  რაც  სოფლიდან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სოფელი მთლიანად ჩაიკეტა, შემუშავებულია ლოჯისტიკა, რომ სოფელს არ შეექმნას სასურსათო პრობლემა, არ მოხდეს შეფერხება მედიკამენტებით მომარაგებასა თუ კუთვნილი თანხების მიღებაში, 3 აპრილს სოფელში „ლიბერთი ბანკის“ მობილური ეკიპაჟი  შევა“, - უთხრა ჟურნალისტებს  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. Читать дальше...

დეკანოზის თქმით, შესაძლებელია, ადამიანები ეკლესიაში 21:00-ზე მივიდნენ და 06:00-ის შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ

Radiotavisupleba.ge 

დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ფორმულას“ უთხრა, როგორ არის შესაძლებელი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიაზე ხალხის დასწრება. „ჩვენმა პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისათვის, არ ღალატობს. მისმა უწმინდესობამ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დისტანციების დაცვა. თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში დგომა, ანუ ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს ადამიანს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა. Читать дальше...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა დადასტურებული შემთხვევა - 134 კარანტინში - 5550 სტაციონარში - 281 გამოჯანმრთელებული - 26 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ დღეში 17-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. COVID-19 ის დამახასიათებელი... Читать дальше...



Composing an Analytical Essay

News.ge 

Composing an Analytical Essay English analytical documents are usually quite difficult. All of us will need to know about all our composing knowledge, to write an essay that is pleasing and accurate. Analytical essays are essentially a dialogue between the writer and the reader. The author or the English instructor should compose this kind of ...

კიდევ ერთხელ ონლაინგაყიდვებზე - რატომ ვდავობთ დაშვებულია თუ აკრძალული

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ საქართველოს  მთავრობას საშუალება მისცა შეეზღუდა რიგი კონსტიტუციური უფლებები,  მათ შორის ეკონომიკური საქმიანობა. 23 მარტის დადგენილებით შეზღუდა ეკონომიკური საქმიანობების აბსოლუტური უმრავლესობა  და დააწესა მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი. ამ გამონაკლისებში 30 მარტამდე ჯერ კიდევ შედიოდა შენაძენის "ადგილზე მიტანის" სერვისი. გამონაკლისებიდან ამ ჩანაწერის ამოღების შემდეგ კომპანიებს მომხმარებლისთვის "ონლაინშოპინგის" შეთავზების უფლება შეუზღუდათ. თუმცა დადგენილება, კიდევ ერთხელ, უკვე პირველ აპრილს შეიცვალა. Читать дальше...

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა

News.ge 

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 1 მილიონს გადააჭარბა. BNO News-ის ცნობით, ჯამში, ახალი ვირუსით დაინფიცირდა 1,000,889 ადამიანი. კორონავირუსით გარდაიცვალა 51,371 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 210,214 პირი. დაავადებულთაგან 37,702 (5%) პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველაზე მეტი – 235,747 ინფიცირებული ჰყავს აშშ-ს, შემდეგ იტალიას, ესპანეთს, გერმანიასა და ჩინეთს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, თითქმის... Читать дальше...

134-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა. 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. Читать дальше...

სომხეთში ერთ დღეში 92-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 2 აპრილის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული მეხუთ პაციენტი გარდაცვალა. უწყების წარმომადგენელ, ალინა ნიკოგოსიანის, თანახმად, ინფექციის ახალი მსხვერპლია 68 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსის დაავადებით რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 663 შემთხვევა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა, რაც ერთ დღეში დაავადების მატების ყველაზე დიდი შემთხვევაა. Читать дальше...



გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ყოველწლიურ, საპარლამენტო ანგარიშთან ერთად აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც სრულად ეძღვნება 20-21 ივნისის აქციის დარბევას და გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი წარუდგინეს 3 სამართალდამცველს.  სპეციალური ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ადასტურებენ იმას,  რომ გასცეს ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება... Читать дальше...

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო

News.ge 

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ. დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია. ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება... Читать дальше...

შსს განცხადება

News.ge 

შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”. „ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...

ნატოს მინისტერიალმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს

Radiotavisupleba.ge 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 აპრილს მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს, რომელმაც უნდა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვითუნარიანობა და ნატოს ალიანსთან თავსებადობა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 აპრილს განაცხადა, ალიანსის ისტორიაში პირველად ვიდოეკონფერენციის ფორმატში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ.   დახმარება, იენს სტოლტენბერგის თქმით, გულისხმობს წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. Читать дальше...

რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საკრებულოს წევრმა ნანა შატბერაშვილმა უთხრა. მისი თქმით, მას ინფორმაცია რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა შეატყობინა. ამჟამად მას ტელეფონი გათიშული აქვს. „10 აპრილამდე თვითიზოლაციაში ვიქნებით", - აღნიშნავს ნანა შატბერაშვილი. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული... Читать дальше...

ევროპული პრესა კორონავირუსზე: ჩინეთი, როგორც მაგალითი?

Radiotavisupleba.ge 

მაშინ, როცა ახალი კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან მთელ მსოფლიოს მოედო, საკუთრივ ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მის მიერ გატარებულმა მკაცრმა ზომებმა ვითარება კონტროლს დაუქვემდებარა. ქალაქში კვლავ ამუშავდა ბიზნესი, პეკინი თავს ექსპერტად და მრჩევლად წარმოადგენს და სხვა ქვეყნებს სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მსჯელობენ, შეიძლება თუ არა ჩინეთის აღქმა ერთგვარ მისაბაძ მოდელად ევროპისთვის.  ავსტრიაში გამომავალი ყოველდღიური ლიბერალური ორიენტაციის გაზეთი Der Kurier-ი... Читать дальше...

ეზუგბაიას თქმით, 131-ე პაციენტი 10 წლის ინფიცირებული ბავშვის მშობელია

Radiotavisupleba.ge 

2 აპრილს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 14 პირი გამოიკვლიეს. როგორც კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან მხოლოდ ერთს, 10 წლის ბავშვის მშობელი აღმოჩნდა დადებითი, დანარჩენი ნეგატიური იყო. 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. როგორც მიქელაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში იყო მისი მკურნალობის საშუალება, ბავშვის ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ამიტომ გადაწყვიტეს მისი გადაყვანა. ეზუგბაიას ინფორმაციით... Читать дальше...

რა მოხდა ატენის ქუჩაზე (ვიდეო)

News.ge 

თბილისში, ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსს, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა დიდი ხანია, უშედეგოდ აპროტესტებს, დღეს უზარმაზარი დამცავი ბადე მოწყდა და სამშენებლო მასალის ნაწილიც ჩამოიყოლა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ატენის ქუჩის მცხოვრებმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე „პლაქვენილის" დეფიციტი არ არის

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაიამ უპასუხა მედიკამენტ „პლაქვენილი" მარაგის შესახებ შეკითხვას. „სახელმწიფოს მოწესრიგებული აქვს, როგორც ვიცი. არსებობს შემოტანის საშუალება და ამ ეტაპზე, მე ვიცი, რომ დეფიციტი არ არის. უბრალოდ, მისი ყიდვა შესაძლებელია, გარკვეულ აფთიაქებში. პაციენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია, სად შეიძლება შეიძინონ და ყიდულობენ. ჩვენც, შესაბამისად, ჩვენი პაციენტებისთვის გარკვეული მარაგი გვაქვს“, - ამბობს ეზუგბაია. სააფთიაქო ქსელ GPC-ის საზოგადოებასთან... Читать дальше...

ჩეხეთში 44-ს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 2 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადგენილია კორონავირუსით დაავადების სულ მცირე 3800-ი შემთხვევა. გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.  წინა დღით ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია საგანგებო მდგომარეობისა და სავალდებული კარანტინის წესების მოქმედების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება. 19 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 11 აპრილამდე იწურება. ჩეხეთის მთავრობა შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემია ქვეყანაში პიკს მიაღწევს აპრილის შუა რიცხვებში. Читать дальше...

ჩინეთს ბრალი მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ედება

News.ge 

ცნობილმა რუსმა ადვოკატმა იგორ ტრუნოვმა ფეისბუქში გრანდიოზული სასამართლო პროცესი დააანონსა. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ჩინეთისთვის  მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID-19 გავრცელების გამო  20 ტრილიონი დოლარის დაკისრებას ეხება. როგორც ტრუნოვი წერს, ორგანიზაცია Freedom’s Watch -ის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩინური არმიის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (Shi Zhengli) დირექტორის და ჩინეთის არმიის ...


Музыкальные новости
Сергей Трофимов

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ





Персональные новости
Александр Куратов

Военные следователи провели в Судаке проверку лиц, не вставших на воинский учет





რუსეთში ერთი თვით გაგრძელდა "იძულებითი არასამუშაო რეჟიმი"

Radiotavisupleba.ge 

2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მორიგი - როგორც გაირკვა, მისი 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში მე-13 - ტელემიმართვით გამოვიდა, ამჯერად ნოვო-ოგარიოვოში მდებარე რეზიდენციიდან.  მოელოდნენ, რომ რუსეთის ლიდერი გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, რისკენაც რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გაძლიერების ფონზე. უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3 548... Читать дальше...

ECJ: პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ევროკავშირის კანონები დაარღვიეს მიგრანტების საკითხში

Radiotavisupleba.ge 

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) 2 აპრილს დაადგინა, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ევროკავშირის კანონები დაარღვიეს, როცა უარი თქვეს 2015 წელს საბერძნეთიდან და იტალიიდან თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე მიგრანტების განაწილების სქემის ფარგლებში.  ევროკავშირის მთავარმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა ქვეყანამ არ განახორციელა ბლოკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 160 ათასი თავშესაფრის მაძიებლის განაწილებას ითვალისწინებდა მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის პიკის დროს 2015-2016 წლებში. Читать дальше...

“შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ”

News.ge 

საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული პირბადეების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა, ახლა კი იმ ეტაპზე „ვართ, როდესაც შესაძლოა, რომ პირბადეები, გარკვეული პირობებით და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სააფთიაქო ქსელებშიც გავიდეს. „ ახლა უკვე... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 131-ს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 131 ადამიანს აქვს დადასტურებული, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

"ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინგაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია"

Radiotavisupleba.ge 

ეკონომისტი აკაკი ცომაია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების ორმაგი თამაშები სახიფათოა: „ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინგაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია".

"ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინ გაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია"

Radiotavisupleba.ge 

ეკონომისტი აკაკი ცომაია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების ორმაგი თამაშები სახიფათოა: „ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინ გაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია".

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Rammstein

Минкульт Калининградской области отказался отменять шоу «Tribute Rammstein»



Москва

Расписание пригородных поездов изменится с 1 мая в связи с работами на перегоне «Дорохово – Можайск»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net