Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 26.04.2020

ნიუ-იორკში COVID-19-ით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ნიუ-იორკში COVID-19-ით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროზე დაყრდნობით, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. „ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი COVID-19-ის დიაგნოზით მკურნალობდა ნიუ-იორკის ჰოსპიტალში და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნეთანიაჰუ: ვაშინგტონი ისრაელს ორი თვის განმავლობაში მისცემს ნიშანს ტერიტორიების ანექისიისთვის

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ისრაელს ორი თვის განმავლობაში მისცემს ნიშანს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ნაწილების დე ფაქტო ანექსიისთვის. პალესტინელები აღშფოთებას გამოხატავენ ისრაელის გეგმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ის პოზიციების გამაგრებას ცდილობს 1967 წლის ომის შედეგად ხელში ჩაგდებულ მიწაზე. ამ ტერიტორიებზე პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ. გასულ კვირაში, თავის ცენტრისტ მეტოქესთან, ბენი განცთან ერთობის მთავრობის შექმნის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ... Читать дальше...

საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

რა იქნება დასაშვები დღეიდან? 27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსით გადაადგილება. დღეიდან სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობაც. შეგეძლებათ ისარგებლოთ მიტანის მომსახურებით ნებისმიერ პროდუქტზე და გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. კვირის ჩათვლით მოქმედი შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. წაიკითხე მეტი.   ეპიდემიოლოგიური... Читать дальше...



ფაქტობრივი კომენდანტის საათი

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ზრუნვა და დასჯა. ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე კონტროლს აძლიერებს. აფრთხილებს და აჯარიმებს მათ. კომენდანტის საათს „ფაქტობრივად კომენდანტის საათს" უწოდებს. როგორ იცვლებოდნენ თვალთვალის ფორმები და რატომ აწყობდა ყოველთვის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა?

ლატვიაში COVID-19-ით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ლატვიაში გარდაიცვალა თელავის მკვიდრი, 52 წლის გია გიორგაძეა. ამ ფაქტს ადასტურებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. გიორგაძის შვილის ინფორმაციით, მამამისს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც დაავადება ვეღარ გადაიტანა. მამაკაცი ლატვიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს კი საქართველოდან ამ ქვეყანაში იანვრის თვეში გაემგზავრა. ის მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად. მომხდართან დაკავშირებით ოჯახი უკვე დაუკავშირდა ლატვიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანხმდება ცხედრის გადმოსვენების დეტალები.

27 აპრილიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, იმოქმედებს ორდღიანი საგამონაკლისო წესი

Radiotavisupleba.ge 

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. პრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. Читать дальше...

გაშიფრულია 40 კილო „ჰეროინის“ საქართველოს გავლით ტრანსპორტირების სქემა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ - ასეთია მარშრუტი 40 კილოგრამამდე „ჰეროინისა“, რომელთან დაკავშირებული სპეცოპერაციაც 26 აპრილს, ბათუმში, ბულგარეთის 2 მოქალაქის დაკავებით დასრულდა. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ფასი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოძიების ინფორმაციით, ბულგარეთის მოქალაქეებმა, ბრალდებულებმა (დ.მ.-მ და ვ.ც.) დიდი ოდენობით „ჰეროინი“ სომხეთის რესპუბლიკიდან „მსუბუქ  ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით“ შემოიტანეს.   ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა ბათუმში... Читать дальше...

როჰანი: ირანში იწყება რეგიონების ფერებად დახარისხება COVID-19-ის რისკის კლასიფიკაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 26 აპრილს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკები მთელ ქვეყანაში იწყებენ ფერებზე დამყარებული სისტემის შემოღებას COVID-19-ის რისკის კლასიფიკაციისთვის, რამაც შეიძლება შეამზადოს რელიგიური ობიექტების გახსნა და მასობრივი ლოცვის დაშვება ქვეყნის იმ ნაწილებში, რომლებსაც ნაკლებად შეეხო პანდემია. კვირას როჰანიმ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებს დაყოფს „წითელ“, „ყვითელ“ და „თეთრ“ კატეგორიებად. მეჩეთები და წმინდა ადგილები კვლავ გაიხსნება რეგიონებში, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში დარჩება „თეთრი“. Читать дальше...



26 აპრილს ჩერნობილის კატასტროფის 34-ე წლისთავი აღინიშნება

Radiotavisupleba.ge 

გაერომ განაცხადა, რომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავაც სახეზეა უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის სტაბილური და სერიოზული გრძელვადიანი შედეგები. 26 აპრილს ჩერნობილის კატასტროფის 34-ე წლისთავი აღინიშნება. ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სიცოცხლეს რისკავდნენ რადიაციის შესაკავებლად 1986 წლის 26 აპრილს... Читать дальше...

COVID-19: თეთრიწყაროში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მედპერსონალია

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში უკვე მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები - რაც აუცილებელია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გასაკონტროლებლად. ოფიციალური ინფორმაციით, „შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ“. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.​ თეთრიწყაროს... Читать дальше...

აჭარაში 40 ათასზე მეტ ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცა

Marshalpress.ge (მარშალ) 

აჭარაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე აჭარაში 40 000-ზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა სასურსათო კალათა. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო რესურსები და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ყველაზე მოწყვლად 7 000 ოჯახს გადაეცათ სუსურსათო კალათა. გარდა ამისა, კერძო სექტორის ჩართულობით შეძენილ იქნა პროდუქტები, მედიკამენტები, რომელიც გადანაწილდა და გადაეცა […]

Source

როიტერსი: იტალიის ულტმემარჯვენე პარტია "ლიგა" პანდემიის გამო კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

Radiotavisupleba.ge 

მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიამ იტალიის ეკონომიკურად განვითარებული ჩრდილოეთი უბედურების ზონად აქცია, მიმომხილველების აზრით, პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ რადიკალური მემარჯვენე პარტია „ლიგა“ და მისი ლიდერი მატეო სალვინი. როგორც როიტერსი შენიშნავს, სალვინის პარტია, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა როგორც სეპარატისტული მოძრაობა, წლების განმავლობაში დომინირებდა ლომბარდიაში, ქვეყნის საფინანსო დედაქალაქ მილანის გარშემო მდებარე პატარა ქალაქებში, რომლებსაც დღეს მთავარი დარტყმა მიადგა პანდემიის გამო. Читать дальше...

ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტება

Radiotavisupleba.ge 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დღეიდან ჩაიკეტება და მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცევა, ქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევის გამოვლენის გამო. აიკრძალება ქალაქში შესვლა-გამოსვლა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, „სავარაუდოდ, მოეწყობა ოთხი ბლოკ-პოსტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია 19 ახალი შემთხვევა, მათგან რამდენიმე ადგილობრივი თეთრიწყაროს მედპერსონალია, ასევე მათი ოჯახის წევრები“. მისივე თქმით, კარანტინში მოექცა ქალაქის საავადმყოფო. Читать дальше...

საუდის არაბეთში წყდება კომენდანტის საათი, გამონაკლისია მექა და რამდენიმე რაიონი

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება, რომ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა კომენდანტის საათი. 24-საათიანი კომენდანტის საათი შენარჩუნებულია წმინდა ქალაქ მექაში და რაიონებში, რომლებიც ადრე იზოლაციაში იყო მოქცეული. ამ სპეციალური ზონების ფარგლებს გარეთ კომენდანტის საათი გაუქმდება 9-დან 17 საათამდე. ახალი რეჟიმი 13 მაისამდე გასტანს. პარასკევს ისლამურ სამყაროში რამადანის წმინდა თვე დაიწყო.

იმნაძე ეზუგბაიას განცხადებაზე: კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა

Radiotavisupleba.ge 

უკავშირდება თუ არა COVID-19-ის შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი მეტი ტესტის ჩატარების ფაქტებს? - ამ შინაარსის არაერთი შეკითხვა გაუგზავნეს ჟურნალისტებმა პაატა იმნაძეს 26 აპრილს გამართულ დისტანციურ პრესკონფერენციაზე. მაღალი ინტერესი გამომდინარეობს აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებული განცხადებიდან, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა 25 აპრილს, ტრადიციულ ბრიფინგზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ... Читать дальше...


Музыкальные новости
Денис Мацуев

Денис Мацуев выступит на фестивале "Владивостокские сезоны" в рамках ВЭФ-2024





Персональные новости
#123ru.net

Заместитель генерального директора сети клиник «Евроонко» выступил на конференции онкологов в Белгороде





Президент Беларуси удивил мир: Лукашенко на субботнике сажает лес

ИА «Новости-Грузия» 

Президент Беларуси принял участие в республиканском субботнике, он высадил деревья на территории Национального парка "Припятский". Смотрите в видео, как Лукашенко справляется с посадочной трубой

პაატა იმნაძე: წესით, დაავადების გავრცელების პიკში ვართ

Radiotavisupleba.ge 

ამჟამად ჩვენ წესით COVID19-ით ავადობის პიკში ვართ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მთავარ ამოცანას ახლა პლატოზე შენარჩუნება წარმოადგენს. „ამას ჩვენ საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი, ყველა გათვლით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა... კი... Читать дальше...

გერმანიის შრომის მინისტრი: შინიდან მუშაობის უფლება კანონით უნდა იყოს დაცული პანდემიის შემდეგაც კი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს, ჰუბერტუს ჰაილს სურს შინიდან მუშაობის უფლება კანონით იქნეს დაცული კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც კი. ჰაილმა 26 აპრილს Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოდგომაზე აპირებს ამის შესახებ კანონმდებლობის ინიცირებას. მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში შინიდან მუშაობის წილი 12%-დან 25%-მდე გაიზარდა და 8 მილიონამდე ადამიანი მოიცვა. „ყველას, ვისაც სურს და ვისი სამუშაოც ამის საშუალებას იძლევა, უფლება უნდა ჰქონდეს შინიდან იმუშაოს... Читать дальше...

იმნაძე: დიდი ბოდიში, რომ იმედები გავუცრუეთ და ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ არის

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძის თქმით, ტესტირების გაფართოება საქართველოში ეპიდემიოლოგიურ საჭიროებასა და ტესტების ხარისხზეა დამოკიდებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შედეგები სწორ სტრატეგიაზე მიანიშნებს და შემდგომ ნაბიჯებსაც იგივე გუნდი დაგეგმავს, რომელიც ამ დრომდე მართავს სიტუაციას. „ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი... Читать дальше...

ნიდერლანდის ორ ფერმაში COVID-19-ით ცხოველების დაავადება დადასტურდა

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდში, წაულას ორ ფერმაში ჩატარებულმა ტესტმა COVID-19-ით ცხოველების დაავადება გამოავლინა, იტყობინება Associated Press-ი. კვირას ნიდერლანდის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მანამდე ორი ფერმის რამდენიმე თანამშრომელს შეენიშნებოდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები. სამინისტროს თანახმად, ამიტომ „სავარაუდოა, რომ ეს არის ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადასვლის შემთხვევები.“ ხელისუფლება ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში მდებარე ფერმების გარშემო 400 მეტრის რადიუსით კეტავს გზებს უსაფრთხოების მოსაზრებებით. Читать дальше...

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება, ზოგან აკრძალვებს ამსუბუქებენ

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ 26 აპრილს ბავშვებს პირველად ეძლევათ გარეთ გასვლის საშუალება, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ევროპის რიგი სხვა ქვეყნების მსგავსად დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება. სანჩესის თქმით, ბავშვებს ერთი საათით შეეძლებათ გასეირნება უფროსების ზედამხედველობით, მაგრამ ისინი სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში უნდა იმყოფებოდნენ. ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ დაწყებულია საკარანტინო ზომების შემსუბუქება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Земфира

Сын Орбакайте и Преснякова посетил концерт Земфиры, закрыв себе дорогу в Россию



Москва

HeadHunter: ветеринарам в России в среднем предлагают более 59 тысяч рублей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net