Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 24.05.2019

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს. მან ეს-ესაა, ლონდონში განაცხადა, რომ „სამწუხაროდ“ ვერ შეძლო პარლამენტარების დარწმუნება ბრექსიტის შესახებ თავისი გეგმის სისწორეში.

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე – ანა დოლიძე მოსამართლეთა კენჭისყრაზე

News.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს დასრულდა. საბჭო დღეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეებს დანიშნავს. სულ 72 კანდიდატი და 43 ვაკანტური ადგილია. კანდიდატებს შორის არიან ცნობილი თანამდებობის პირი მოსამართლეები, რომლებსაც სხვადასხვა სასამართლოებში გადასვლა სურთ. მათ შორის საბჭოს 4 წევრია. „ეს არის კლანის დიდი გადალაგება, ...

აშშ-თან დაძაბულობის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს სტუმრობს

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 24 მაისს ისლამაბადში თავის პაკისტანელ კოლეგას შაჰ მაჰმუდ ყურეშის შეხვდა. ჯავად ზარიფი პაკისტანს ესტუმრა 23 მაისს იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად არის დაძაბული ურთიერთობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის. ზარიფმა პაკისტანიდან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ნაბიჯი ირანისადმი აშშ-ის „აგრესიული“ პოლიტიკის წინააღმდეგ. ჯავად ზარიფმა ძალიან სერიოზული უწოდა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომლის გადაჭრასაც, ირანელი მინისტრის თქმით, ყველა მხარის მონაწილეობით დიალოგი სჭირდება. Читать дальше...



საქართველოში იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების(CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი. ის პირადად ეცნობა საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებს. დღეს რობერტ რედფილდი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. საქართველოში CDC-ის მისიაა ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა... Читать дальше...

შსს: გამოძიებაში იკვეთება 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ნიშნები

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა, მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის  ჯერ კიდევ არ იყო 16 წლის. შესაბამისად, ეს ფაქტი შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და გულისხმობს 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით,  უკვე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ... Читать дальше...

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში და მასშტაბური მსვლელობა – პროტესტმა ახალი მასშტაბები მიიღო

News.ge 

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში – პროტესტმა ახალი მასშტაბი მიიღო და მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ჭიათურელები კარვებში მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ. ისინი მძიმე სოციალურ მგომარეობაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი პარტია მათ გვერდში არ დგას და ადგილობრივების მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნებისთვის უნდოდათ. „ჩამოვიდნენ აქ, შეხვედრა იყო, გივი მოდებაძე წარადგინეს იმ დღეს, მერე ჩამთავრდა არჩევნები და ბატონი კახი კალაძე შეპირდა ხალხს... Читать дальше...

“ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დათმობითი პოზიცია უკავია” – ქაცარავა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

News.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზორიდან იგებს, რომ აზერბაიჯანელები დავით გარეჯში გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებენ – ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მთავრობა ხალხს დავით გარეჯში არსებულ რეალურ ვითარებას უმალავს. დავით ქაცარავას თქმით, უკვე რამდენიმე დღეა დავით გარეჯში აზერბაიჯანული მხარე გზის გასაყვან სამუშაოებს ატარებს. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც შეუჩერებლად მუშაობს, საქართველოს ხელისუფლება კი ქაცარავას თქმით, ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. Читать дальше...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 24 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და ვან ის შეხვედრა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 მაისს, ღამით ჩამოვიდა. მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის განვითარება „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა. დავით ზალკალიანმა ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა.



ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ისინი ადგილობრივებს პროტესტის გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ შეძახილებით „მაღაროელებს გაუმარჯოს!“, „ჭაითურას გაუმარჯოს!“ მსვლელობის დასრულების შემდეგ გაფიცული მაღაროელები ქალაქის ცენტრში „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის გვერდით მდებარე სკვერში შეჩერდნენ სადაც მეშვიდე დღეა აქციას მართავენ. გუშინ მოშიმშილე მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. 14 მაღაროელი მეშვიდე დღეა შიმშილობს. მაღაროელთა პროტესტის გამო... Читать дальше...

ტოჩინოშინს მეათე ქულა მსაჯთა კონსილიუმმა გაუუქმა

Radiotavisupleba.ge 

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, მაისის ბაშოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძეს ოძეკის წოდებას ისევ ერთი ბრძოლის მოგება აშორებს. უმთავრესი მიზნის მისაღწევად ქართველ რიკიშის ათი გამარჯვება სჭირდება მიმდინარე სუპერტურნირზე. დღეს გამართულ მეცამეტე ტურის შეხვედრაში მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ... უკვე აღებული მეათე ქულა დოჰიოს მიღმა მყოფმა მსაჯებმა მოუხსნეს. ავტორიტეტულ მსაჯთა ხუთეულმა ჩათვალა, რომ გიოჯის (დოჰიოს მსაჯის) გადაწყვეტილება საკამათო იყო და მონოი (კონსილიუმი) შეიკრიბა. Читать дальше...

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს” – სალომე ზურაბიშვილი მაღაროელების პროტესტზე

News.ge 

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ამავე დროს შრომის უსაფრთხოების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული. “პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში ...

ბათუმის უნივერსიტეტის სპეციალური კომისია სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე მსჯელობს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს დისციპლინური კომისიის დახურული სხდომა, რომელზეც განიხილავენ მეორე კურსის სტუდენტი გოგონას განცხადებას პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწორების შესახებ. თავად სტუდენტი განხილვას არ ესწრება. სხდომიდან ჟურნლისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გასვლა მოითხოვა სტუდენტის ადვოკატმა. დისციპლინური კომისიის თავმჯდომარის, ანზორ ბერიძის განმარტებით, მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა, რათა საჯარო არ გახდეს პირადი ინფორმაცია. ამასთან, ბერიძის თქმით... Читать дальше...

არასწორი ანალიზი კეთდება” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე

News.ge 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებას ეხმაურება. კობა გვენეტაძე ვალუტის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და ამბობს, რომ დოლარი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, გლობალურად მყარდება. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პარალელებს 2007-2008 წლებთან ავლებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში გაცილებით მაღალი – 12% იყო, თუმცა ლარი სიმყარეს ინარჩუნებდა. მისი თქმით, ამას საგარეო ფაქტორები განაპირობებდა. ...

ანაკლიის პორტის პროექტი გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და პარტნიორობას აშშ-სთან – სახელმწიფო მდივნის მოადგილე

News.ge 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან და უზრუნველყოფს მეტ კავშირს ევროპასა და მთელს კასპიის რეგიონს შორის – ასე აფასებენ ანაკლიის პორტის მშენებლობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ ტრანსკასპიის ორდღიან ფორუმზე, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მანიშა სინქჰის თქმით, ანაკლიის პორტი, როგორც ტრანსკასპიის რეგიონის სტრატეგიული... Читать дальше...

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს ამ თვეში მეორედ კეტავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დროებით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს. ამჯერად, მიზეზად დასახელებულია სკოლებში „ბოლო ზარის“ აღნიშვნა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 24 მაისს 20 საათიდან შეწყდება მოქალაქეთა გაშვება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილებში.“ შეზღუდვა მოიხსნება 26 მაისს, დილის 6 საათიდან. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი 8 მაისსაც დაკეტა. მაშინ მიზეზად... Читать дальше...

უკრაინაში საარჩევნო კამპანია დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიწყო საარჩევნო კამპანია 21 ივლისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისს მოაწერა ხელი პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს დანიშვნის განკარგულებას, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო გამოცემაში 23 მაისს გამოქვეყნდა. შესაბამისად, უკრაინის ამ მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 23 მაისიდან შეწყვიტა. კანონის თანახმად, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საარჩევნო კამპანია დაიწყო. დათხოვნამდე ერთი დღით ადრე... Читать дальше...

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – “ფლანგვის დეტექტორი” არამიზნობრივ ხარჯებზე მიუთითებს

News.ge 

ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 4 მილიონ 640 ათას 936 ლარი დაუჯდება. თანხა წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაზრდილია. აქედან გამარტივებულ შესყიდვებში თითქმის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. დეტალები ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 350 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვებს განახორციელებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო – თითქმის 400 ათასი ლარისას, თავდაცვის სამინისტრო კი 754 ...

თბილისის მერია ბანკებიდან სესხად 12 მილიონი ლარის აღებას აპირებს – საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

News.ge 

თბილისის საკრებულო კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. დღის წესრიგში ორი მნიშვნელოვანი საკითხია შეტანილი. დედაქალაქის მერია კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 12 მილიონი ლარის აღებას აპირებს. ეს თანხა გზების და მეტროს რეაბილიტაციას მოხმარდება. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც თბილისის ბიუჯეტი მხოლოდ ერთი მილიარდია, მსგავსი თანხის ვალად აღება გაუმართლებელია. მათთვის ასევე გაუგებარია, საკრებულოში დაგეგმილი მეორე საკითხის განხილვა, ...

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად – პრემიერი დავით გარეჯზე

News.ge 

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაყვანის სამუშაოებს არ წყვეტს. ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს. საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარების დასარეგულირებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსულტაციები ყველა დონეზე იმართება. Читать дальше...

რუსეთმა ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შეუშვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი. გამოცემა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ნულანდი შეტანილია „შავ სიაში,“ რომელიც მოსკოვმა შეადგინა აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ. ყირიმის ანექსიის გამო აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია საჯაროა, განსხვავებით მოსკოვის სიისგან, ამიტომ ამერიკელები აკრძლვის შესახებ მხოლოდ რუსეთის ვიზის მოთხოვნის შემდეგ იგებენ. Читать дальше...

იუსტიციის საბჭოში კენჭს უყრიან მოსამართლეობის კანდიდატებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება. საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სიის თანახმად: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 14 კონკურსანტია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 17; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 14; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში ორ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Желдорреммаш

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года



Москва

«Швабе» познакомил гостей промышленной выставки в Ташкенте с инновационными продуктами и проектами

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net