Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 24.05.2019

“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა ილჰამ ალიევს”

News.ge 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიჰყიდა და სწორედ ამის გამო ხდება ეს პროცესები. შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, შეწყდეს დელიმიტაციის პროცესი, სანამ პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერთვება. “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ...

მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

News.ge 

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. ცოტა ხანში კენჭი უნდა უყარონ საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს სრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მოსამართლეები. კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. კონკურსში ...

გიორგი კანდელაკი: მანკიერია ფარული მიყურადების პრაქტიკა საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ფარულ ჩანაწერებთან და მიყურადებასთან მიმართებით პრობლემად არა საკუთრივ სტატისტიკას, არამედ სტატისტიკის უკან მდომ ტენდენციებს თვლის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები საქართველოში ხშირად ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება. „პრობლემაა, რაც ამ სტატისტიკის მიღმა ხდება და რაზეც იხარჯება რესურსები. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში როგორ იდება ფარული ჩანაწერები, არალეგალური გზით მოპოვებული... სერგო რატიანზე... Читать дальше...



თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და 12 მილიონს სესხულობს – ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

News.ge 

მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და დამატებით 200 ათას ლარს რიცხავს ბიუჯეტიდან. ხელფასები ეზრდებათ ურბანული სამსახურის თანამშრომლებს, გარდა ამისა ამ სამსახურში ემატებათ ახალი თანამშრომლებიც. საკითხის განხილვას საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ხმაური და კამათი მოჰყვა. ოპოზიცია ურბანული სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას და ახალი კადრების დამატებას აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერია ზრდის ურბანულ სამსახურში ...

როგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური, როგორც ლეგალური ასევე ეჭვი მაქვს არალეგალურიც – მესამე სექტორი IDFI-ის კვლევაზე

News.ge 

სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის გასამმაგებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური IDFI-ის კვლევაზე დაყრდნობით ეჭვობს, რომ აღნიშნული ოფიციალური მონაცემების გარდა, მოსახლეობას არალეგალურადაც უსმენენ. „სასამართლო დამოუკიდებელი რომ იყოს, ეს არ არის მთავრობის ინტერესი, ზუსტადაც ასეთი გადაწყვეტილებები რომ მიიღოს და ერთ-ერთი საკითხი ის არის, რომ როგორც ჩანს... Читать дальше...

ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებენ

News.ge 

სახელმწიფოს მხრიდან ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების სამჯერ გაზრდას, ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება მიუღებელია. „ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება... Читать дальше...

სპორტული კვირა: 26 მაისის საზეიმო სპორტული ღონისძიებები

Radiotavisupleba.ge 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე რადიომსმენელებს გააცნობს 26 მაისისათვის დაგეგმილ საზეიმო სპორტულ ღონისძიებებს.

„ჩემო მერაბ“ - წერილები რუსუდან ბერიძის არქივიდან

Radiotavisupleba.ge 

26 მაისს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნულ არქივში მისი წერილები და ფოტოები გამოიფინა, მათ შორის ბევრი პირველად.



ტრამპმა სადაზვერვო უწყებებს დაავალა თანამშრომლობა მისი საარჩევნო კამპანიის „თვალთვალის“ გამოძიებასთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, სრულად ითანამშროლონ იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც შეისწავლის 2016 წლის კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამოძიებას. ტრამპის განკარგულება 23 მაისს გამოქვეყნდა და მიჩნეულია თეთრი სახლის მორიგ ნაბიჯად სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების წინააღმდეგ. მიულერის ანგარიში გასულ თვეში გამოქვეყნდა. ის ამყარებს აშშ-ის დაზვერვის დასკვნებს 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებ და ასახავს ტრამპის მცდელობას... Читать дальше...

სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

News.ge 

სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა IDFI-ის კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა. კვლევის თანახმად, 2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ. სამადაშვილის შეფასებით, მიყურადება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. სალომე სამადაშვილისთვის საგანგაშოა მაჩვენელი... Читать дальше...

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

News.ge 

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ტერიტორია ჩიჩხიტურის კოშკთან. ქართველი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს თითქმის არცერთ პერიმეტრზე აღარ ატარებენ. რაც შეეხება გზის სამშენებლო სამუშაოებს, ვითარება უცვლელია. აზერბაიჯანელები გზის მასშტაბებს ტექნიკის დახმარებით ზრდიან. ადგილობრივი გიდი, რომელიც წლებია დავით გარეჯში მუშაობს, ამბობს, რომ აქამდე არასდროს მომხდარა ლავრის იქით არ გაეშვათ მომლოცველები და ტურისტები. “მესაზღვრეები ...

აღაიანში მოკლული ბავშვის მამა შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს

Radiotavisupleba.ge 

შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სოფელ აღიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამის წინააღმდეგ - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ. მისი თქმით, ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედა ორსულობის დროს 15 წლის იყო, კანონის მიხედვით კი - დანაშაულია სექსუალური კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან - „15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია“. „აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. Читать дальше...

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ლოგიკურს უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ როცა სახელმწიფო ებრძვის ე.წ. ქურდულ სამყაროს და ორგანიზებულ დანაშაულს, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლოგიკურია. ანრი ოხანაშვილის ეს კომენტარი მოჰყვა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევას, რომლის თანახმად, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის და სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვი. „სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის... Читать дальше...

არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს – კანდელაკი IDFI-ის კვლევას ეხმაურება

News.ge 

სახელმწიფოს მხრიდან ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. საქმე ეხება IDFI-ისკვლევას, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, არალეგალურად ხდება ფარული ჩანაწერების გაკეთება და რეალურად ოპონენტების დევნას ემსახურება. კანდელაკის შეფასებით, საგამოძიებო უწყებები რეალური დანაშაულის გამოვლენის მიზნით არ იყენებენ ...

სომხეთში გაასაჩივრეს გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობიდან ქოჩარიანის გათავისუფლების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილებები ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესის გაუქმებისა და წინასწარი პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ 23 მაისს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთი ეხება სისხლის სამართლის საქმეებს ქოჩარიანისა და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირების მიმართ, ხოლო მეორე - პატიმრობიდან ქოჩარიანის გათავისუფლებას. ყოფილი პრეზიდენტი... Читать дальше...

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: მოსახლეობის თითქმის ნახევარს ავტომობილი ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის მარტში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს (46%) ავტომობილი ჰყავს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომლის მიზანიც საქართველოში საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების განსაზღვრა იყო, 2087 მოქალაქე გამოიკითხა. ოჯახებში ავტომობილთა რაოდენობა ასე ნაწილდება: ოჯახში ერთი ავტომობილი - 79% ოჯახში ორი ავტომობილი -17% ოჯახში სამი ან მეტი ავტომობილი - 4% „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“... Читать дальше...

რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს ამერიკის მოქალაქე პოლ უილანს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა შეერთებული შტატების მოქალაქეს, ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს, რომელიც თავის დაკავებას მიიჩნევს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ ნაბიჯად - ანგარიშსწორებად აშშ-ის სანქციებისათვის. მოსკოვის ლეფერტოვოს საოლქო სასამართლომ 24 მაისს უარყო უილანის ადვოკატის შუამდგომლობა მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის თხოვნით და 29 აგვისტომდე გააგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. უილანი აშშ-ის გარდა ირლანდიის, კანადისა და ბრიტანეთის მოქალაქეა. ის მოსკოვში 28 დეკემბერს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. Читать дальше...

ადვოკატი ბათუმელი სტუდენტი გოგონას მიმართ ბულინგის საფრთხეს ხედავს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა დისციპლინური კომისიის დახურული სხდომა, რომელზეც განიხილეს მეორე კურსის სტუდენტი გოგონას განცხადება პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. სხდომას ესწრებოდა თავად სტუდენტი, რომელმაც მედიასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელმა უარი თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატზეც, რომელიც მანამდე მის ინტერესებს იცავდა საგამოძიებო ორგანოებში გამოკითხვის დროს. გოგონას ახალი ადვოკატი ზაზა პაპიძეა. მისი განცხადებით, სტუდენტის ინტერესების დაცვას დღეიდან შუდგა. Читать дальше...

IDFI:  სატელეფონო მოსმენების ფაქტები გაზრდილია

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისადა ჩაწერის ფაქტები, გაზრდილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვიც. ამას ადასტურებს სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი. IDFI-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების  ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის. ფარული საგამოძიებო... Читать дальше...


Музыкальные новости
Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил





Персональные новости
Зенит

Гол Мартыновича помог «Рубину» сенсационно обыграть футболистов «Зенита»





გაფიცული მაღაროელების მსვლელობა ჭიათურაში

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ისინი ადგილობრივებს პროტესტის გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ

"რუსთავი 2"-ში პარტნიორთა კრება დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

სამაუწყებლო კომპანიის „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით, 25 მაისს, 15 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.  ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნება დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობა. ყავლაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ნინო ნიჟარაძის პარტნიორები და „რუსთავი 2“-ის დირექტორი ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, სთავაზობს, რომ დავა არბიტრაჟის... Читать дальше...

,,აუდიოჩანაწერში გარკვევით ისმის შეკითხვა: “მიშას ბინა რა ნომერია?” – ბონდო მძინარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ, ფოლირაში საცხოვრებელი სახლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ..კაცო, ეს მეორე ბინაზე ლაპარაკობს, თავის საკუთარ ბინაზე, იმ აუდიოჩანაწერში კი გარკვევით ისმის შეკითხვა: “მიშას ბინა რა ნომერია?” მიშას ბინა რა ნომერიაო, – ამას ეკითხება ქეთევანი თავის ზაქარას კი არა და, თეიმურაზს, განა ამბობს, ჩვენი ბინა […]

Читать дальше...

ტერეზა მეი 7 ივნისს გადადგება

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომ 7 ივნისს გადადგება თანამდებობიდან. მას თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა, გაათავისუფლოს ადგილი ახალი ლიდერისათვის, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოყვანას ბრექსიტის გარშემო ჩიხიდან. „ჩემთვის ახლა ნათელია, რომ ქვეყნის ინტერესებშია ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ძალისხმევას გაუძღვება“, განაცხადა მეიმ.

37 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 4 ათასის ნაცლად – ოპოზიცია თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

News.ge 

თბილისის მერიამ „არქი ჯგუფის“ პარტნიორ კომპანია “არკო“-ს 4 ათასი კვადრატული მიწის სანაცვლოდ, რომელიც სატყეო ზონაში მდებარეობს, 37 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს და დამადასტურებელ დოკუმენტაციას ასაჯაროებს. ლევან ხაბეიშვილმა მერიის მხრიდან აღებულ 12 მილიონიან ვალზეც ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კერძო ბანკებისგან აიღო. „ჩვენ წარმოვადგენთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ კახი კალაძემ დამატებით... Читать дальше...

დავით ქაცარავა: დავით გარეჯში ისევ ბულდოზერებით მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯიდან ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც აზერბაიჯანის მხრიდან ბულდოზერებით მუშაობის პროცესი ჩანს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ მესაზღვრეები ამ დრომდე არ უშვებენ აქტივისტებს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერში.  აქტივისტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მხარე გარეჯში გზას აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე ადასტურებს. მშენებლობასთან დაკავშირებით 28 მაისს იგეგმება  აქცია და ცოცხალი ჯაჭვი. 24 მაისს ბაქოში... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперты дали советы по выбору идеального района для семейной жизни в Москве





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Александр Розенбаум рассказал о дополнительном источнике дохода: "Не бомжовые заведения"



Москва

Проблематика сегмента верхней одежды - фокус внимания 27-ой Международной выставки зимней моды «LeShow Москва» в ЦВК “Экспоцентр”

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net