Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 30.05.2019

მაგდა პაპიძის პირველი კადრები გასამართლების შემდეგ (ვიდეო+ფოტო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. „პრაიმტაიმმა მოახერხა უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის კლინიკაში შეყვანისა და გამოყვანის კადრების გადაღება. ის სამედიცინო დაწესებულებაში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. მაგდა პაპიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა, დღეს კი ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა. მედპერსონალის ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ერთ თვალში მას მხედველობა საერთოდ დაეკარგა... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილის ცემა ძვირად დაუჯდათ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ადვოკატ კახა კოჟორიძის ინფორმაციით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ადვოკატების სარჩელი თითქმის სრულად დააკმაყოფილა და მორალური და მატერიალური ზიანისთვის შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას 215 000 ლარის გადახდა დააკისრა. ადვოკატის ცნობით, ვალერი გელაშვილი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა; […]

Читать дальше...

აშშ ირანს აფრთხილებს მისი მხრიდან თავდასხმის თაობაზე, საუდის არაბეთი არაბული ერთიანობისკენ მოწოდებით გამოდის

Radiotavisupleba.ge 

აშშ სამხედრო ძალით უპასუხებს, თუ თეირანი მის ინტერესებს თავს დაესხმება, გაფრთხილება გამოთქვა ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ბრაიან ჰუკმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯებს რეგიონში „შემაკავებელი ეფექტი აქვს. ბრაიან ჰუკმა ეს განაცხადა 30 მაისს, როცა საუდის არაბეთმა მოუწოდა არაბულ სახელმწიფოებს, წინ აღუდგნენ სპარსეთის ყურეში ამასწინანდელ თავდასხმებს ყველა შესაძლო ძალით, რაშიც აშშ-მა და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს. ბრალდებებს ირანი, რომ რამე კავშირი ჰქონდა ინციდენტებთან უარყოფს. Читать дальше...



„მთავარი ინსტრუმენტი არის მითი"

Radiotavisupleba.ge 

მტრული ქვეყნის, საქართველოს შემთხვევაში - რუსეთის რბილი ძალა და ბერკეტები გაცილებით ეფექტიანად მუშაობს, როცა ამისთვის მას სამიზნე ქვეყანაში შესაბამისი ნიადაგი ხვდება.

რატომ დარჩა თბილისში ურუგვაელი მოგზაური

Radiotavisupleba.ge 

ურუგვაელი მოგზაური, მაურიციო როდე თბილისში რვა თვის წინ ერთი კვირით ჩამოვიდა და კიდევ დიდხანს დარჩენა გადაწყვიტა. „ანარეკლების“ სრული გადაცემა „ღამის ეკონომიკა - თბილისი ღამით“ იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=5hwPVMI-LH0

ანაკლიის პროექტი: ჩაშლის საფრთხე გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად საჭირო ნებართვასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნა ანაკლიის პორტის მშენებელ კონსორციუმს. არ არის გამორიცხული, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშალოს.

სერბეთის პრემიერს კოსოვო ქვეყანაში შესვლას უკრძალავს „რასისტული“ გამონათქვამის გამო

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრს, ანა ბრნაბიჩს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, რადგან მისი გამონათქვამი პრიშტინამ მიიღო, როგორც რასისტული. გასული დღეების დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეჯეტ პაკოლიმ სერბეთის მთავრობის მეთაური დაადანაშაულა ერთ დღით ადრე პრესკონფერენციაზე „ამაზრზენი და მიუღებელი“ კომენტარის გაკეთებაში. პაკოლი შეეხო ბრნაბიჩის განცხადებას ბელგრადში, როცა ევროპის კომისიისგან წინსვლის თაობაზე ანგარიში მიიღო. ბრნაბიჩმა თქვა... Читать дальше...

ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. ქუჩური გარჩევები გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა. პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავდა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის ინიციატორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა. Читать дальше...



დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარა არჩევნებში, მაგრამ მალევე უარყო ნათქვამი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხად, რომ რუსეთი დაეხმარა მას გაემარჯვა 2016 წლის არჩევნებში, რაც თვეები განმავლობაში გამოთქმულ მძაფრ უარყოფას ეწინააღმდეგება. ეს ტრამპმა განაცხადა ტვიტერის საშუალებით 30 მაისს, მაგრამ მალევე ნათქვამი შემოატრიალა, როცა რეპორტიორებმა შეკითხვები დაუსვეს განცხადების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის გავლენა დაეხმარა მას დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონზე გამარჯვებაში. „ჩემს არჩევაში რუსეთის დახმარებასთან კავშირი არ მაქვს“, წერდა ტრამპი ტვიტერით. Читать дальше...

თანამდებობიდან გათავისუფლებული გრიგოლ კაკაურიძე: ბრძანებაში ხარვეზები იყო

Radiotavisupleba.ge 

„აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული, ვადასტურებ, რომ იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში,- უთხრა ჟურნალისტებს მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ. მისი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას საქმის კურსში არ ჩაუყენებია. კაკაურიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ოთარ ფარცხალაძის... Читать дальше...

ინტერვიუ დევიდ კრამერთან

Radiotavisupleba.ge 

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევებად თვლის: პოლარიზაციას, მმართველი ძალის მიერ ძალაუფლებას ჩაჭიდებას მხოლოდ მისი შენარჩუნებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების შეუთანხმებლობას საერთო-საქვეყნო ინტერესებზე. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე, რუსეთთან გასამკლავებლად საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე... Читать дальше...

წითელი ყელსახვევი - საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია, თუ საქართველოს დროშის ფერი?

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველკლასელებს „ანბანის გაცილებად“ წოდებულ ზეიმზე თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ და საბჭოთა კავშირის დროინდელ პიონერებს ჰგავდნენ.

ავსტრიის დროებით კანცლერად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნეს

Radiotavisupleba.ge 

ბრიგიტე ბირლაინი, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა ამ ქვეყნის დროებით კანცლერად. თანამდებობაზე ბირლაინი რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დანიშნა.  ბირლაინი ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ავსტრიის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. ის თანამდებობაზე დარჩება სექტემბრამდე, როცა ამ ქვეყნის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ბირლაინმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩევენ ალექსანდერ შელენბერგს. 27 მაისს ავსტრიის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი... Читать дальше...

"ნატომ უნდა დაარწმუნოს საქართველო და უკრაინა 11 წლისწინანდელი დაპირების რეალურობაში"

Radiotavisupleba.ge 

"უნდა ვაჩვენოთ, რომ ოკუპაცია, რომელიც არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა, არ ახდენს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატოში გაწევრიანებისთვის", - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.

ჯულიან ასანჟი ავადმყოფობის გამო ვერ ჩაერთვება ვიდეო ხიდის გზით მოსმენებში აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატის თქმით, ვიდეო ჩართვა აშშ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაეცეს მას ასანჟი, გადაიდო ივნისისთვის, რადგან მისი კლიენტი შეუძლოდ გრძნობს თავს იმისთვის, რომ შეძლოს ბრიტანეთის ციხიდან ვიდეო ჩართვაში მონაწილეობა. ვაშინგტონი ცდილობს 47 წლის ავსტრალიელის, ასანჟის ექსტრადიციას, რადგან სურს მისი გასამართლება, რადგან ის ეჭვმიტანილია საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური მასალის გამოქვეყნებაში 2010 წელს. თუ ასანჟს, რომელიც დიდხანს თავს აფარებდა ეკვადორის საელჩოს ლონდონში... Читать дальше...

ნიკოლოზ ლატარია: ნანა კოსტავას შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს საათებში შეიტყობს

Radiotavisupleba.ge 

„საკრებულოში ვმსჯელობთ თუ როგორ და რა ფორმით უნდა გაეცეს პასუხი საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას ფეისბუკის პოსტს და საზოგადოება უახლოეს დღეებში, საათებში შეიტყობს ჩვენს გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ის გაეცნო ნანა კოსტავას პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც მისთვის მიუღებელია: „ქალბატონო ნანა „ქართული ოცნების“ წევრია და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს თუ რა ფორმით და როგორ გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. უახლოეს... Читать дальше...

ჩერნობილი თაბუკაშვილზე (ჭავჭავაძეზე, ხუდადოვზე, გლდანში...)

Radiotavisupleba.ge 

ქვის დამუშავებისას ამოფრქვეული მტვერი რადიაცია არ არის. ნაკლებად კლავს და ნაკლებად ასახიჩრებს. მაგრამ, მაინც - კლავს და ასახიჩრებს!

"ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულში მოწყობილი სისხლიანი აფეთქებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ექვსი ადამიანი დაიხოცა, დაშავებულთა რაოდენობაც ექვსია. პოლიციის და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა თქმით, 30 მაისს მომხდარი აფეთქება მოხდა მარშალ ფაჰიმის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტთან, ქაბულის დასავლეთში. ექსტრემისტულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა მომხდარისთვის, იტყობინება დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო "ამაყი".  აფეთქება მაშინ მოხდა, რომ კადეტები შენობას ტოვებდნენ. თვითმკვლელმა... Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней





Персональные новости
Владимир Путин

Путин назвал сохранение духовных ценностей условием укрепления суверенитета





თბილისიდან გადახვეწილი აზერბაიჯანელები: ბრძოლა აფგანისთვის და ბრძოლა თავისუფლებისთვის

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებიდან ორი წელი გავიდა, გამოძიებას კი ჯერაც არ გაუცია პასუხი კითხვაზე - რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა ალიევის რეჟიმს გამოქცეული და თბილისს თავშეფარებული ჟურნალისტი ისევ აზერბაიჯანის საზღვარზე, შემდეგ კი ბაქოს ციხეში.

არნავ გუპტა, რომელმაც ცეცხლი წაიკიდა თეთრ სახლთან მიღებული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პოლიციის ცნობით, კაცი, რომელმაც ცეცხლი წაიკიდა თეთრი სახლის მახლობლად მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა. მან ცეცხლი წაიკიდა პარკში,  თეთრს სახლსა და ვაშინგტონის მონუმენტს შორის, სადაც ჩვეულებრივ ტურისტები მიდიან ხოლმე. გარდაცვლილი, რომელიც ამოცნობილია როგორც 33 წლის არნავ გუპტა, ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის თანახმად, ის ბოლოს ცოცხალი ნახეს, როცა თავისი სახლი დატოვა მერილენდში, ბეთსედის არეალში.

მწვავე პროტესტი საკრებულოს წევრს არაჰუმანური პოსტისთვის

Radiotavisupleba.ge 

„დატოვოს ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულო“ - სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 30 მაისს ამ გზავნილით გამართეს აქცია ქუთაისის მერიის წინ.

7 მაღალჩინოსნის დაკავებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა

Radiotavisupleba.ge 

„თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია და პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლოებს ხელშეუხებლობით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. აჭარის პროკურატურამ აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი... Читать дальше...

პაკისტანელმა კაცმა აივ-ით ინფიცირებული ცოლი მოკლა

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის პოლიციის ცნობით, კაცმა მოკლა ცოლი, რომელიც იმუნო დეფიციტური ვირუსით, აივ-ით იყო ინფიცირებული. ინციდენტი მოხდა სამხრეთ პაკისტანის არეალში, სადაც თითქმის 700 ადამიანი, უმეტესობა ბავშვები, შიდსით გამოწვევი ვირუსით არის ინფიცირებული. ხელისუფლების თანახმად, 29 მაისს 32 წლის ცოლი მოკლა კაცმა სოფელ სიკარპურში, ქალაქ ლარკანას მახლობლად, სიდნჰის პროვინციაში. რეგიონის მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა ვირუსის გავრცელებას. ცნობით, აივ-ის გავრცელება დაიწყო სოფელ რატო დეროში, სადაც ადგილობრივმა ექიმმა მუზაფარ ღანღარომ... Читать дальше...

რა გველოდება წიგნის ფესტივალზე

Radiotavisupleba.ge 

დაიწყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2 ივნისამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, ეს არის დრო და ადგილი, სადაც წიგნების შედარებით იაფად შეძენა შეიძლება, მათ შორის - ახალი გამოცემების.

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперты дали советы по выбору идеального района для семейной жизни в Москве





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24



Москва

В Диктанте Победы приняли участие молодые сотрудники забайкальского Росреестра

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net