123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 11.05.2019

პრემიერმა და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებზეც მოისმინა ინფორმაცია. Читать дальше...

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში თავდასხმა მოხდა სასტუმროზე

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის სამხრეთში, ქალაქ გუადარში თავდასხმა მოხდა სასტუმროზე. მოკლულია სულ მცირე, ერთი პირი. გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ სამი თუ ოთხი პირი შეიჭრა სასტუმროში 11 მაისს და მსხვერპლი დაცვის თანამშრომელი უნდა იყოს. ადგილზე მივიდა პაკისტანის უშიშროების სამსხურის რაზმი და Pearl Continental Hotel-ში მიმდინარეობს წმენდის ოპერაცია. სამსახურის წარომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ სასტუმროს სტუმრები ევაკუირებული არიან, ტერორისტები უშიშროების ძალებმა მიიმწყვდიეს ბოლო სართულზე. მიმდინარეობს წმენდის ოპერაცია. Читать дальше...

ვენეციის ბიენალეზე საუკეთესოდ ლიტვის პავილიონი აღიარეს

Radiotavisupleba.ge 

ვენეციის 58-ე ბიენალეზე, რომელიც 11 მაისს გაიხსნა, საუკეთესო ეროვნული პავილიონისთვის პრიზი მიანიჭეს ლიტვას. „ოქროს ლომით" დააჯილდოვეს პერფორმანსი „მზე და ზღვა (მარინა)“, რომელიც ადამიანის მოქმედებით კლიმატის ცვლილების თემას მიეძღვნა. ლიტვის ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვნურ პლიაჟს, რომელზეც დამსვენებლები მღერიან და თავიანთ პრობლემებზე ლაპარაკობენ. მნახველი სურათს ზემოდან დაჰყურებს. პროექტის საიტზე წაკითიხავთ, რომ ადამიანის დაღლილ სხეული გატანჯული დედამიწის მეტაფორაა. „მზე და ზღვა" რეჟისორ რიგულე ბარზდჟიუკაიტეს პროექტია.



ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ინდოეთში ახალი „პროვინცია“ დააფუძნა ქაშმირში შეტაკების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამტკიცებენ, რომ დააფუძნეს ახალი „პროვინცია“ ინდოეთში მას მერე, რაც შეტაკება იყო მათ რაზმებსა და უშიშროების ძალებს შორის ქაშმირის რეგიონში, როცა მოკლეს სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლი. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მქონე ახალი ამბების სააგენტო „ამაყი“ აცხადებდა 10 მაისს იმის თაობაზე, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ მეთაურებმა გამოაცხადეს „ჰინდის ვილაიათი“. ამავე განცხადებით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინდოეთის არმიასთან შეტაკების დროს მას ზარალი ანახა ქალაქ ამფიპორაში... Читать дальше...

მრავალმხრივი მუქარა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს მუქარის შეცველ ვიდეომიმართვას, რომლის ადრესატიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები არიან. 8 მაისს ატვირთულ თითქმის ნახევარ საათიან მიმართვას „მკაცრი გაფრთხილება“ ჰქვია.

ორდღიანი სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში

Radiotavisupleba.ge 

ცოტა ხნის წინ გორი დაისეტყვა. სეტყვა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა, ქალაქის გარდა , გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ნაწილიც დაისეტყვა. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე წყლის ნიაღვრები მიედინება და მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. უხვ წყალს სანიაღვრე არხები ვერ ატარებს და ამის გამო ქუჩები და ეზოები იტბორება. ძლიერი წვიმა და სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში 10 მაისსაც იყო. ორდღიანი სტიქიის შედეგად გორის რაიონში, ჯამში 5 სოფელი დაისეტყვა. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა სირიაში შეაჩერეს მუშაობა ბრძოლების განახლების გამო

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა შეაჩერეს მუშაობა სირიის ჩრდილო-დასავლეთში, რადგან განახლდა ბრძოლები და დაბომბვა ჰამასსა და იდლიბში. როგორც გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო უწყება იტყობინება, მუშაობა შეაჩერა 16-მა ორგანიზაციამ, მათ შორის სურსათის საერთაშორისო პროგრამამ. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის ზონაში საკუთარო სახლები დატოვა 180 ათასმა ადამიანმა. სირიის მთავრობის და რუსეთის ავიაციის მიერ მოწყობილი დაბომბვის შედეგად დაინგრა სკოლები და საავადმყოფოები.  ლონდონში მოქმედი სირიის სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად... Читать дальше...

როენა ხუცურაულმა საპატიმრო დატოვა

Radiotavisupleba.ge 

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის დაკავებული იყო პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით. როენა ხუცურაულმა საპატიმრო გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვა. სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გუშინ შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. Читать дальше...



ბელორუსიის პრეზიდენტი: უზარმაზარია ზარალი რუსეთიდან „დრუჟბის“ გზით მიღებული დაბინძურებული ნავთობის გამო

Radiotavisupleba.ge 

ბელორუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უზარმაზარია ზარალი, რომელიც გამოიწვია რუსეთიდან, მილსადენ „დრუჟბის“ გზით მიღებულმა დაბინძურებულმა ნავთობმა. ლუკაშენკას თქმით, ბელორუსი ექსპერტები მოელიან, რომ რუსეთი ზარალის კომპენსაციას გადაიხდის. სახელმწიფო სააგენტო ბელტასთან საუბარში ლუკანეშკამ თქვა, რომ ახლა ზარალს ვითვლით, უზარმაზარი ზარალი მიადგა მილსადენს, მის აღჭურვილობას ტუმბოების ჩათვლით, და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს. მისი თქმით, ექსპერტების ვარაუდით, ზარალი ასეულ მილიონობით დოლარს აღწევს და იმედი აქვს... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე – ახალი პროექტით საუკეთესოდ არის დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ჰქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბორჯომში გააკეთა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. Читать дальше...

ქაბულში მოკლეს ცნობილი ტელეწამყვანი ქალი

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ოფიციალურ პირების თქმით, ქაბულში მოკლეს ცნობილი ტელეწამყვანი ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასრათ რაიმის თანახმად, ყოფილი ჟურნალისტი, მენა მანგალი ტყვიით მოკლეს ქაბულში, მერვე რაიონში, 11 მაისს, 7:20 საათზე. მაღაზიის მფლობელმა, რომელიც შეესწრო მკვლელობას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როცა მანგალი მანქანას ელოდა, ორი პირი მოვიდა მოტოციკლებით, ჯერ ჰაერში ისროლეს ხალხის გასაფანტად და შემდეგ მანგალს თავში ესროლეს ორჯერ. მანგალის ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ის მანქანას ელოდა სამსახურში წასასვლელად. Читать дальше...

იემენში ჰუთის მეამბოხეები სამ ნავსადგურის დატოვებენ და გზას გაუხსნიან ჰუმანიტარულ ტვირთს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს თანახმად, იემენის ჰუთის მეამბოხეები, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი, თანახმა არიან გადაიყვანონ თავიანთი ძალები წითელი ზღვის სამი ნავსადგურიდან11 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში. ამით შესაძლებელი გახდება, ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდოს იემენში მილიონობით ადამიანს, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ. ძალების გადაყვანის პირობით, ჰუთის მებრძოლები გავლენ წითელი ზღვის სამი ნავსადგურიდან, ჰოდეიდან, სალიფსა და რას ისადან, რომლებიც იემენის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. გაეროს ჯარების განთავსების საკოორდინაციო კომიტეტის თქმით... Читать дальше...

სპორტული კვირა: ვლადიმერ გუცაევი „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულზე“

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმერ გუცაევი ლაპარაკობს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების გამარჯვებულებზე: „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულზე“, რომლებიც პირველ ივნისს ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს...

სოფელ ყარაფილასთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს

Radiotavisupleba.ge 

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს. ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი - 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები... Читать дальше...

დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყდა

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დოლისყანის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყვეტილია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სატელეფონო საუბარში განუცხადა. მისი სიტყვებით, თურქული მხარე გაგებით მოეკიდა საქართველოს პოზიციას, რისთვისაც ელჩი მათ მადლობას უხდის. „ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ სოფელ ართვინში, დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან მიმდინარეობდა საპირფარეშოს მშენებლობა. ჩავაყენეთ საქმის კურსში თურქეთის კულტურის სამინისტრო... Читать дальше...

აშშ-სა ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებაზე მხარეები ვერ მორიგდნენ, მაგრამ საუბარს გააგრძელებენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა და ჩინეთმა დაასრულეს „კონსტრუქციული“ მოლაპარკების ერთი რაუნდი 10 მაისს. ორივე მხარე შეეცადა განსხვავებული პოზიციების დაახლოებას მათ შორის სავაჭრო სფეროში დაპირისპირებაში. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა, რომელმაც დასძინა, რომ „მხარეებს შორის იყო კონსტრუქციული დისკუსია, ეს არის ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვთქვათ,“ მოჰყავს მისი სიტყვები CNBS-ს. მნუჩინმა ეს განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ, რობერტ ლაიტჰაიზერთან ერთად თეთრი სახლის წინ. მანამდე ისინი დაემშვიდობნენ ჩინეთის ვიცეპრემიერს... Читать дальше...

ვლადიმირ პუტინი ჰოკეის მატჩის შემდეგ დაეცა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სოჭში „ჰოკეის ლეგენდების“ გუნდთან ერთად ყინულის ჰოკეი ითამაშა. რუსეთის პრეზიდენტი გუნდში მე-11 ნომრით თამაშობდა, „ეროვნული ლიგის ნაკრების“ წინააღმდეგ გამარჯვების აღსანიშნად გულშემატკივართან მისალმებისას მოედანზე დაეცა. ის თანაგუნდელთა დახმარებით მალევე წამოდგა. თამაში ანგარიშით 14:7 დასრულდა. კრემლის განცხადებით,  ვლადიმირ პუტინმა 9 გოლი გაიტანა.

ბაქოს მინიშნებით, „არსენალში“ მოთამაშე სომეხ ფეხბურთელს ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობისთვის ქვეყანაში შეუშვებენ

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინიშნება გააკეთა, რომ საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოთამაშე ჰენრიხ მხიტარიანი ითამაშებს ევროპის ლიგის საფინალო მატში, მაისი ბოლოს, ბაქოში, მიუხედავად ხანგძლივი დაპირისპირებისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საიდანაც არის ფეხბურთელი. სამინისტროს წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაიევამ ასოშიეიტედ პრესს ათ მაისს უთხრა, რომ „ბევრი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ჩატარებულა აზერბაიჯანში და სომეხი სპორტსმენები იღებენ ხოლმე მათში მონაწილეობას. სპორტი და პოლიტიკა გაყოფილია“, თქვა მან. Читать дальше...

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

Radiotavisupleba.ge 

კახეთის გუბერნატორმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, შტაბის წევრები დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულ ინვენტარიზაციას ჩაატარებენ და შედეგებს შესაბამის უწყებებს წარუდგენენ. კახეთის გუბრნატორმა თქვა, რომ მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხის შესაბამისი გრაფიკით გადახდაზე შუამდგომლობას გაუწევს. უკვე მეორე დღეა კახეთში დროგამოშვებით წვიმს. ადიდებულია ყველა მდინარე, თუმცა წყლის დიდი რაოდენობის გამო ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. Читать дальше...


Музыкальные новости
Григорий Лепс

«Я бы поступил иначе»: Юрий Лоза прокомментировал поступок Лепса, выбившего телефон у фанатки





Персональные новости
Спорт

В Гостином дворе прошел форум «Мы вместе. Спорт»





აშშ ზრდის სამხედრო ძალებს სპარსეთის ყურეში

Radiotavisupleba.ge 

აშშ ზრდის სამხედრო ძალას სპარსეთის ყურეში და ახლო აღმოსავლეთში, სადაც განალაგებს სადესანტო ხომალდს და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ  ბატარეას. ამ ნაბიჯების გადადგმა, როგორც ვაშინგტონი ხედავს, ირანის მხრიდან მზარდი საფრთხის საპირისპიროდ ხდება. პენტაგონის 10 მაისის განცხადება აშშ-სა ირანს შორის ბოლო ხანს გადადგმული ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების ბოლო აქტია ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე. აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანს, რომელსაც ნავთობის და ლითონის ექსპორტი შეეზღუდა. ამით ვაშინგტონი ზრდის ზეწოლას ირანზე... Читать дальше...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: არ მადარდებს დამაკავებენ თუ არა

Radiotavisupleba.ge 

არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე და არც ის, დამაკავებენ თუ არა. მე ერთი რამ მანაღვლებს, ხელისუფლება აღიარებს თუ არა შეცდომას, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს, - განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მან დაკითხვისას სუს-ის ყველა კითხვას უპასუხა. „მე ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს, რაც მქონია გააზრებული, რაც გამიფიქრია და გადამიფიქრია. მე დასამალი არ მაქვს არაფერი და არც დავმალავ. Читать дальше...

ბუბა კუდავა: დოლისყანის ტაძრის კარიბჭეში ტუალეტი შენდება

Radiotavisupleba.ge 

„X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!“,- თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს პროფესორი ბუბა კუდავა. ცნობის თანახმად „ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ. ბუბა კუდავას ინფორმაციით საქმის კურსია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო... Читать дальше...

სტიქია კახეთში - ლაგოდეხი-გურჯაანის გზაზე მოძრაობა შეჩერებულია

Radiotavisupleba.ge 

კახეთში კვლავ სტიიას ებრძვიან. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზნის ადიდება გამოიწვია. დაიტბორა ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა.  როგორც რადიო „თავისუფლებას“ გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, „ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას ლაგოდეხი-გურჯაანის გზაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აქვს გადაკეტილი“. მისივე სიტყვებით, „ალაზნის ადიდების შედეგად მოშლილია ბურჯები და ნიაღვარი დაახლეობით ორი კილომეტრის მანძილზე გადმოდის“.  ადიდებულმა წყალმა დაახლოებით 1000... Читать дальше...

სამოქალაქო ავიაცია: ინდოეთში დაკავებული თვითმფრინავი საქართველოს არ ეკუთვნის

Radiotavisupleba.ge 

„საჰაერო ხომალდი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანიას („Motor Sich”) რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა”, – იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. მანამდე ინდოეთის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Гостином дворе прошел форум «Мы вместе. Спорт»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Александрова проиграла Жабер в первом круге турнира WTA в Штутгарте


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективности проекта «Генеральная уборка»





Путин в России и мире
Москва

Первый пуск «Ангары-А5М» с Восточного запланирован в 2027 году


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

У помощника Лукашенко по общим вопросам нашли три квартиры в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: Западу неинтересны планы Киева по атаке на Крымский мост


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Экс-девушка Тимати Шишкова завела новый роман



Москва

Каратисты  из Калининграда завоевали три медали турнира в Минске

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net