123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 24.05.2019

ნიკა გვარამია კვლავ აღშფოთებულია და ნინო ლომჯარიას მიმართავს

Marshalpress.ge (მარშალ) 

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი შექმნილი ვიდეორგოლით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ კლიპს პირველ რესპუბლიკასთან  არანირი კავშირი არ აქვს. მისივე შეფასებით, ეს არის ქსენოფობიური. “ეს არის უგემოვნო, ქსენოფობიური და დაბალმხატვრული საშინელება, რომელსაც არავითარი კავშირი პირველ რესპუბლიკასთან და 26 მაისთან და დამოუკიდებლობის დღესთან არა აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ეს ქსენოფობიური გამოხტომა, რომ დამოუკიდებლობის დღე თურმე მართლმადიდებლური […]

Читать дальше...

კომისიას სავარაუდო სექსუალური შევიწროების თაობაზე ახალი მტკიცებულებები წარედგინა

Radiotavisupleba.ge 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებას სპეციალურად შექმნილი კომისია ეჭვქვეშ აყენებს.

ბრექსიტმა ტერეზა მეის გადადგომა გამოიწვია

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ცრემლმორეულმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ ბრექსიტით - ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყვანის პროცესით - განცდილი მარცხის გამო 7 ივნისს თანამდებობას ტოვებს.



ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის მასტერსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის მასტერსის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში დამარცხდა 9 წლით უმცროს მეტოქესთან - კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან. თამაში ორ საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა ადვილად მოიგო - 6:2, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი დათმო - 6:7 4:6. ოჟე ალიასიმთან შეხვედრამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის კორტზე ორი ეტაპი დაძლია - მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის აჯობა (7:5 7:5), ხოლო მეოთხედფინალში - ასევე ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (6:4... Читать дальше...

დავით გარეჯს ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დაათვალიერებენ

Radiotavisupleba.ge 

დავით გარეჯის ტერიტორიას აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ - ასეთია საზღვრის სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე; მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტებისა და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც... Читать дальше...

"კლანმა" მოსამართლეთა ვაკანსიები სრულად ვერ შეავსო

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 მაისს, კენჭისყრის შედეგებით სრულად ვერ შეავსო მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობები.

მოსამართლეთა 11 ადგილი ისევ ვაკანტურია

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან უვადოდ - 29. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე სულ 72 განაცხადი იყო წარდგენილი. 11 ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა, რადგან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. კონკურსში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი – ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო და რევაზ ნადარია. კენჭისყრის წინ მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. იუსტიციის უმაღლესი... Читать дальше...

მიწისძვრა საქართველოში

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი დმანისიდან  13 კილომეტრში იყო და სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა. ბიძგები 20:28 საათზე დაფიქსირდა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

Читать дальше...



ულტრანაციონალისტ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის - „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 24 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე. გიორგი ჭელიძე 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დააკავეს. 2 სექტემბერს მას პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა... Читать дальше...

ქაბულში მეჩეთზე თავდასხმისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სასულიერო პირი

Radiotavisupleba.ge 

სამი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი დაიღუპა ქაბულის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოწყობილი აფეთქებისას. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ მოკლული სასულიერო პირი, მაულავი რაიჰანი, ცნობილი იყო, როგორც ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერი. ის ხშირად მონაწილეობდა ტელეპროგრამებში რელიგიურ თემებზე. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, ბომბი, სავარაუდოდ, დამონტაჟებული იყო მიკროფონში, რომელსაც ლოცვის დროს იყენებდა მაულავი რაიჰანი. Читать дальше...

რთული მისიით საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სულ ორიოდე თვე იყო გასული, როცა საქართველოში მუშაობას შეუდგა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია. მისი წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები - შეუიარაღებელი პირები რამდენიმე რთული ამოცანით.

ქეთი ლანგრერი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელით ქვემო საქსონიაში

Radiotavisupleba.ge 

ქეთი ლანგრერი ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყო გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ქვემო საქსონიის სიაში მერვე ნომრით. მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, ცუდი შედეგი აჩვენა. იმის ილუზია, რომ მერვე ნომრით დეპუტატი გახდებოდა, ქეთის არ ჰქონია. ქვემო საქსონიაშიც ბევრი საქმეა. ქეთი ჰანოვერის ქალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა, ქალაქის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის აღმოსავლეთ და შუა გერმანიის გაერთიანების თავმჯდომარე, ამავე უწყების ქვემო საქსონიის საბჭოს წევრი... Читать дальше...

„მე ვნახე ჯალათი“ - ტვერში დახვრეტილების რეაბილიტაცია არ მოხდა

Radiotavisupleba.ge 

მე-19 საუკუნეში ვაჟთა გიმნაზიისთვის ააშენეს ქალაქ ტვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ეს  ჩალისფერი შენობა, რომელიც სოვეტსკაიას  ქუჩაზე მდებარეობს.

პროფესორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეს კვალიფიკაცია დაუმძიმდა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ პროფესორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა 139-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა... Читать дальше...

იუსტიციის საბჭოს მდივანი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისს 11 ხმით დაამტკიცა. გიორგი მიქაუტაძეს განაცხადები შეტანილი ჰქონდა ორი მიმართულებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 24 მაისს გაირკვა, რომ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში და დატოვა... Читать дальше...

27 მაისამდე თბილისში ავტომობილების მოძრაობა იზღუდება

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათთვის მზადების პროცესში. 23 მაისის 22:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ უკვე შეიზღუდა: ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალ ნაკადს არ შეუძლია მოძრაობა პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. ნაკადი ჩადის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის ესტაკადაზე. შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამომავალ ნაკადს არ შეუძლია გადაადგილება რუსთაველის გამზირის მიმართულებით... Читать дальше...

ჭიათურელი მაღაროელების უკომპრომისო აქცია - დღე მე-9

Radiotavisupleba.ge 

მე-7 დღეა ჭიათურაში 14 მაღაროელი შიმშილობს. 3-მა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მე-9 დღეა 500-მე მაღაროელი აქციაზე დგას.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორობა 9 კანდიდატს სურს

Radiotavisupleba.ge 

24 მაისს, 18 საათზე დასრულდა განაცხადების მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისთვის. ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოში რადიო თვისუფლებას უთხრეს, რომ სულ 9 კანდიდატის განაცხადი მიიღეს: დავით ჩხარტიშვილი - გაზეთ „აჭარის“ ყოფილი რედაქტორი; გიორგი წულაია - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ყოფილი წამყვანი; ირმა ზოიძე - საგამოძიებო სტუდიის REC-ის დამფუძნებელი; გიორგი კოხრეიძე - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის... Читать дальше...


Музыкальные новости
Иоганн Себастьян Бах

Новая программа пианиста Сергея Арцибашева: Бах, Моцарт, Шуберт





Персональные новости
Алексей Сёмин

“Интерстрой” предлагает апартаменты в тихом районе Алушты





ალექსანრე დუგინი: თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

News.ge 

რუსი ანალიტიკოსი, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ იდეოლოგად  ცნობილი ალექსანრე დუგინი ვიდეო-ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე, ასევე სამომავლო სცენარებზე საუბრობს და საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალებისადმი მთელ რიგ გზავნილებს აჟღერებს. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

კითხვები საზღვრის ორივე მხარეს - რა ხდება დავით გარეჯში?

Radiotavisupleba.ge 

28 მაისს ქართველი აქტივისტები დავით გარეჯის დასაცავად იკრიბებიან. მიზეზი ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარედ ბულდოზერების უწყვეტი მუშაობაა.

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს

News.ge 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიჰყიდა და სწორედ ამის გამო ხდება ეს პროცესები. შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, შეწყდეს დელიმიტაციის პროცესი, სანამ პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერთვება. “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ...

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შეიწყალა თავისუფლებააღკვეთილი რვა მსჯავრდებული და ისინი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს 24 მაისს დატოვებენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის - ერთი ქალი) და ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

შალვა ნათელაშვილი: დავით გარეჯი ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა

Radiotavisupleba.ge 

ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიჰყიდა, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ის მოითხოვს, შეწყდეს ერთობლივი კომისიის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით მანამდე, ვიდრე პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება. “ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ილჰამ ალიევს. გაცხარებული ტემპებით მიდის ამ წუთშიც მუშაობა... Читать дальше...

ზელენსკი გერმანიის კანცლერს ესაუბრა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ისინი თანხმდებიან, რომ საჭიროა სამშვიდობო ძალისხმევის განახლება, რაც გულისხმობს მუშაობას „ნორმანდიის ფორმატშიც“ - მოლაპარაკებას უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით. ხოლო გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა შტეფენ ზეიბერტმა ბერლინში აღნიშნა, რომ მერკელი და ზელენსკი თანხმდებიან უკვე... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Актера Свиридова госпитализировали из-за инфицирования после операции в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Теннисистка Александрова оказалась сильнее полячки Швентек на турнире WTA в США


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

США включили ряд российских блокчейн-платформ в список SDN





Путин в России и мире
Москва

Глава МЧС России Александр Куренков представил начальника московского подразделения ведомства


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Диана Арбенина

Певица Диана Арбенина опубликовала редкое фото сына



Москва

Эпидемиолог Артёменко: В сезон клещей важно надевать светлую одежду

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net