Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 06.05.2019

დავით გარეჯთან მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას იწყებს

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 7 მაისიდან იწყებს პატრულირებას დავით გარეჯის ტერიტორიაზე, სწორედ იმ ბილიკებზე, სადაც ტურისტები, პილიგრიმები და სასულიერო პირები დადიან. „პატრულირების მიზანია ადგილმდებარეობის სამოქალაქო კონტროლი და ინფორმაციის გავრცელება უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან, რათა თავიდან ავირიდოთ უტრირება, ასევე მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა“, - ვკითხულობთ მოძრაობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განცხადებით... Читать дальше...

ნატოს ხელმძღვანელი თურქეთშია, რუსეთის სარაკეტო სისტემის გარშემო უთანხმოების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 6 მაისს ანკარას სტუმრობს, ალიანსის წევრებს, თურქეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი უთანხმოების ფონზე თურქეთის გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შესყიდვას.    სტოლტენბერგმა 5 მაისს თუქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "ანადოლუს" უთხრა, რომ მხარს უჭერს თურქეთსა და აშშ-ის შორის დიალოგის გაგრძელებას რუსეთის S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემის გარშემო. თუმცა დასძინა, რომ ასევე ემხრობა მოლაპარაკებას თურქეთის მიერ აშშ-ის... Читать дальше...

გორიჯვრის მთაზე გიორგობა ისევ მსხვერპლშეწირვით აღინიშნა

Radiotavisupleba.ge 

6 აპრილს, გორიჯვრის მთაზე, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გიორგობის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი ავიდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ცხვარი და ფრინველი დაკლეს, სასულიერო პირების მხრიდან მსხვერპლშეწირვის რიტუალის არაქრისტიანულ მხარეებზე საუბრის მიუხედავად. გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას  წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. 6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგი აღსრულების დღეს აღნიშნავს. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გადმოცემის თანახმად... Читать дальше...



„გამინადგურეს ბიზნესი” - გენგეგმით დაზარალებულები ალაპარაკდნენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის გენგეგმას დაზარალებულები ჰყავს. უამრავი ადამიანის მიწას, რომელიც თავის დროზე ბიზნესისთვის შეისყიდეს, ახლა ტყის სტატუსი აქვს.

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სტევო პენდაროვსკიმ

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ მაკედონიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა სტევო პენდაროვსკიმ, რომელსაც მხარს უჭერდა ქვეყნის მმართველი, სოციალ-დემოკრატიული გაერთიანება და რომელიც გამოდიოდა პირობით, რომ ბალკანეთის ქვეყანას დაახლოვებს ნატოსთან და ევროკავშირთან.  5 მაისის არჩევნების წინასწარი საბოლოო მონაცემებით, ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ პენდაროვსკის ხმათა 51,66 პროცენტი აქვს, მის მეტოქეს, ოპოზიციური, კონსერვატიული პარტიის მიერ მხარდაჭერილ გორდანა სილიანოვსკაია-დარკოვას - 44,73 პროცენტი. ხმების დარჩენილი 3,61 პროცენტი გაბათილდა. Читать дальше...

პომპეო რუსეთს ვენესუელიდან "გასვლისკენ" მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა "გავიდეს" ვენესუელიდან, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონს ურჩია "შეწყვიტოს მისი უპასუხისმგებლო გეგმები" ლათინური ამერიკის ამ ქვეყანასთან მიმართებით.  პომპეოსა და ლავროვს შორის საუბარი გაიმართა 5 მაისს, მიმდინარე კვირაში ფინეთში დანიშნული შეხვედრის წინ, იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება ვენესუელის კრიზისის გამო.  ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ იანვარში თავი ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა. Читать дальше...

აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები შეწყდა რამადანის დაწყების გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ყატარში, დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება 6 მაისს შეწყდა, რამადანის დაწყების აღსანიშნავად. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს მწვავე უთანხმოება აქვთ იმ საკითხთან მიმართებით, თუ როდის უნდა დატოვონ ავღანეთი უცხოეთის ძალებმა.  წინა კვირაში მიმდინარეობდა მეექვსე რაუნდი ამ მოლაპარაკებისა, რომელიც მიზნად ისახავს თითქმის 18-წლიანი ომის დასრულებას - ყველაზე ხანგრძლივის ამერიკისთვის. თუმცა, თალიბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება ამ საკითხის გამო წინ ვერ მიდის. Читать дальше...

ელენე ხოშტარია: "მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში"

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების დაუყოვნებლივ მისვლას ითხოვს. მან  აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკებისთვის მიცემული პირობების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილება  გამოხატა.  „სოციალურმა მუშაკებმა არაერთ კომიტეტზე მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდებოდა. დღეს სოციალური მუშაკებისგან გვესმის, რომ მთელი რიგი საბაზო პრობლემები ჯერაც არ მოგვარებულა.  როგორც სოცმუშაკები საუბრობენ... Читать дальше...



პერსონაჟი: ანა კარენინა

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანის, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“ მთავარ პერსონაჟზე.

აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდს და ბომბდამშენებს აგზავნის და ირანს „ცხად მესიჯს" უგზავნის

Radiotavisupleba.ge 

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო რესურსს აგზავნის და ირანს „ცხად მესიჯს“ უგზავნის, განაცხადა თეთრმა სახლმა. „არაერთი შემაშფოთებელი და ესკალაციის გამომწვევი მინიშნებების და გაფრთხილებების საპასუხოდ, აშშ განათავსებს ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნის“ საბრძოლო ჯგუფს და ბომბდამშენთა ჯგუფს აშშ-ის ცენტრალურ სამეთაურო რეგიონში, განაცხადა აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა 5 მაისს. ბოლტონის თქმით, მიზანი სამხედრო ძალების განთავსებისა არეალში, რომელშიც შედის ახლო აღმოსავლეთი... Читать дальше...

გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა კვლავაც იბრძოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალ სიაში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარედგინოს, შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც შევიდეს - ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ 6 აპრილს თავად განაცხადა. როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული და პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც განაცხადების მიღების პროცესი დაიწყება. „აუცილებლად შეგატყობინებთ. მეც მაქვს უფლება, ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული ქალაქი

Radiotavisupleba.ge 

"გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხონში, სახალხო დღესასწაულზე. „ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. Читать дальше...

იანვარ - აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

Radiotavisupleba.ge 

"2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში  26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7%-ით მეტია”, - აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის სტრატეგიულ ბაზრებზე პროცენტული ზრდის მიუხედავად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ღვინო... Читать дальше...

სრულიად საქართველოს შეიხი: სახიფათოა დაუფიქრებელი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით  

Radiotavisupleba.ge 

სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მწვავე განცხადებებისგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით. „ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი და მწვავე განცხადებები, რომლებიც ემოციურ ფონზე კეთდება, აზიანებს ორ ერს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და არ წარმოადგენს აღნიშნული პირების პოზიციას. ჩვენი ქვეყნები მოძმე ქვეყნებია. შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს"... Читать дальше...

თამთა მიქელაძე: „რამადანის თვის ამოწურვის შემდეგ ის მზად არის ჩვენება მისცეს“

Radiotavisupleba.ge 

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი რამადანის დასრულების შემდეგ მისცემს ჩვენებას სახელმწიფო უწყებებს: „მისი დაბარება უკავშირდება წინა წელს აქციაზე გაკეთებულ მის ემოციურ განცხადებას, რომელზეც სუს-მა მაშინვე დაიწყო გამოძიება და აგვისტოში მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებული იყო კიდეც მოწმის სტატუსით. შაბათს მოულოდნელად კიდევ ერთხელ დაიბარა მალხაზ მაჩალიკაშვილი... Читать дальше...

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შეჩერდა რამადანის თვის პირველი დღის აღნიშვნის გამო

Radiotavisupleba.ge 

სამშვიდობო მოლაპარაკება აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის დოჰაში, ყატარში შეჩერდა 6 მაისს რამადანის დაწყების აღნიშვნის გამო. მხარეები აშკარა უთანხმოებაში არიან გადამწყვეტი პუნქტის, ავღანეთიდან უცხო სახელმწიფოების ჯარის შესაძლო გაყვანის გამო. გასულ კვირაში მხარეებს მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი ჰქონდათ. შეხვედრების მიზანია ავღანეთში 18 წლიანი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი ომის დასრულება. თალიბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება წინ არ მიდის. თალიბანის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰიდმა ტვიტერით განაცხადა... Читать дальше...

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან 70 წლის კაცი გაიტაცეს

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 70-წლამდე ამირან მელაძე გაიტაცეს. იგი საოკუპაციო ხაზთან ახლოს სატაცურს კრეფდა, რა დროსაც რუსი მესაზღვრეები  გამოჩნდნენ. მათ ამირან მელაძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ქართველმა სამართალდამცავებმა  ამირან  მელაძის გატაცების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  ამოქმედებულია ცხელი ხაზი დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ავარიის სამ ვერსიას განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

41 ადამიანი დაიხოცა რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულ დაჯდომის და თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლის შედეგად. კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავის, “სუხოი სუპერჯეტ SSJ100-ის” ბორტზე 78 ადამიანი, მათ შორის 73 მგზავრი იმყოფებოდა. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, 37 პირი გადარჩა. სულ მცირე ხუთი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში. დაღუპულთა შორის არიან ეკიპაჟის ერთი წევრი და სულ მცირე, ორი ბავშვი. „აეროფლოტის თანახმად, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა... Читать дальше...

გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაისვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიწვევისა და მოსმენის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოსმენა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა. რომან გოცირიძის წინადადებით, კომიტეტმა უნდა განიხილოს, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგები, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები. „თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე... Читать дальше...


Музыкальные новости
Филипп Киркоров

«Это было гениально!»: красноярец Илья Соболев спародировал Киркорова – Филипп оценил





Персональные новости
Росгвардия

Росгвардия обеспечила безопасность генеральной репетиции парада ко Дню Победы в Москве





„ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, - თბილისში საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მიმდინარეობს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე  გლობალური კვირეული, რომლის სლოგანია „ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. კვირეულის თემაა „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რაც გულისხმობს გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით. კვირეულზე წარმოდგენილი სტატისტიკით, 2018 წელს  საქართველოში 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 459, დაშავდა 9047 ადამიანი. შსს-ს მონაცემების თანახმად,  2018 წელს  2017-თან... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი:  „არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა“

Radiotavisupleba.ge 

„თუ საქართველოს ცნობადობა არსებობს დღეს უცხოეთში და პირველ რიგში, ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი ამ საუკუნეების და ძალიან დიდი რესურსი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით „ კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“.  მისი თქმით, როცა რესურსებზეა საუბარი, საქართველოს არც გაზი აქვს და არც ნავთობი, მაგრამ აქვს კულტურა. „კულტურა საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ სიტყვა. Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია

Radiotavisupleba.ge 

„ქართველი ერის არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. დარწმუნებული ვარ ამ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ევროპულ კულტურას და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში წარმოადგენს ქართული კულტურის, ქართული ევროპული კულტურის როლს“, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  საერთაშორისო ფორუმზე „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას. Читать дальше...

"თავისუფლების #კითხვები": რა ვიცით ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვია ზღვარზე ან ზღვარს ზემოთ აქვს. რას გვეუბნება და რას არა უახლესი კვლევის შედეგები, გაიგეთ ამ კვირის "თავისუფლების #კითხვებში".

მშობლიური საღამოს სურნელი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშე კრის დევენპორტი იხსენებს ბავშვობას, მშობლიურ ქალაქს: "მზე როცა იწყებდა ჩასვლას, აგრილდებოდა და სხვანაირი სუნი დგებოდა ხოლმე. სურნელი, რომელიც ბალახიდან და ხეებიდან მოდიოდა, განსხვავებული იყო და მას რომ შეიგრძნობდი, ამ მიწის სურნელს, იცოდი, რომ შინ წასვლის დროა". არის თუ არა კრის დევენპორტი საქართველოში შინ? "ეს ადგილი განსხვავდება იმისგან, საიდანაც მე ვარ. აქაურობა მხიბლავს, მშვენიერია აქ, მაგრამ მე მისი ნაწილი არ ვარ, მე მხოლოდ ვაკვირდები მას", გვითხრა დიპლომატმა გადაცემის ავტორს... Читать дальше...

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს

Radiotavisupleba.ge 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს.  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ საბჭო უკვე შეუდგა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებულია  უზენაესი სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის საორგანიზაციო საკითხების განხილვა. სხდომა 13 საათზეა დანიშნული.

Спорт в России и мире
Москва

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лесной северный олень Прохор переехал в Керженский заповедник из зоопарка





Путин в России и мире
Москва

Валентин Коновалов Хакасии примет участие в церемонии инаугурации Владимира Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Андрей Губин

Андрей Губин планирует своим ходом добраться до Владивостока



Москва

В Воронеже умер актер и бывший музыкант группы «Крематорий» Вячеслав Бухаров

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net