იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე იმსჯელებს
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ საბჭო უკვე შეუდგა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
კერძოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის საორგანიზაციო საკითხების განხილვა.
სხდომა 13 საათზეა დანიშნული.