Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 02.11.2018

სომხეთმა ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა დეკემბრის ვადამდელი არჩევნებთან დაკავშირებული თარიღები. პარლამენტი დაიშალა მას მერე, რაც ორჯერ ვერ მოახერხა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტა 2 ნოემბერს, რომ საარჩევნო კამპანია 26 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ჩატარდება. პრეზიდენტ არმენ სარქისიანის მიერ შესაბამისი დეკრეტის ხელისმოწერის შემდეგ დადგინდა, რომ არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გადადგა პრემიერის თანამდებობიდან... Читать дальше...

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულის მერიასთან აქცია გამართეს მეშახტეებმა, რომლებიც სამუშაო პროცესის განახლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებმა მთავრობას მიმართეს, უსაფრთხო უბნებზე მისცეს მუშაობის განახლების უფლება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბერში განახლდება. ქობულიას ინფორმაციით... Читать дальше...



პაკისტანში არ წყდება ისლამისტების პროტესტი მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის გამართლების გამო

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის მთავარ ქალაქებში ისლამისტებს 2 ნოემბერს მესამე დღეა გადაკეტილი აქვთ მთავარი გზები პროტესტის ნიშნად, რაც უკავშირდება ქრისტიანი, მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქალის გამართლებას სასამართლოს მიერ. პაკისტანის ტაჰრიკ - ე ლაბაიკის პარტია თვლის, რომ მთავრობასთან მოლაპარაკება ჩაიშალა და მოუწოდა მომხრეებს, პოლიციასთან დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს ტელევიზიით მიმართა 1 ნოემბერს და თქვა, რომ მთავრობა გაგრძელებულ ბლოკადას არ შეურიგდება და იმოქმედებს მის წინააღმდეგ. Читать дальше...

ყირგიზეთში დააპატიმრეს ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 9 პირი

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის სამართალდამცველებმა დააპატიმრეს 9 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში. ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ცნობაში ნათქვამია, რომ 5 დაპატიმრებული უცხოელია, 4 - ყირგიზეთის მოქალაქე. 2 ნოემბრის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილები 2017 წლიდან აწარმოებდნენ მოხალისეების რეკრუტირებას სირიასა და ავღანეთში მოქმედი „ტერორისტული ორგანიზაციებისათვის“ და გეგმავდნენ ტერაქტების მოწყობას ყირგიზეთში.

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა

Radiotavisupleba.ge 

„სააკაშვილის თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა და რესპუბლიკურმა პარტიამ“, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია რესპუბლიკური პარტიის ეს გადაწყვეტილება: „ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ გაზრდილ სოციალურ დახმარების მიიღებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხუთჯერ გაიზრდება იმ ოჯახების სოციალური დახმარების რაოდენობა, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ:  "სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. დახმარება იქნება 50 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 ბავშვს. ამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან"... Читать дальше...

ახალქალაქის ინციდენტის გამო ბრალს ორივე მხარეს წარუდგენენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, როცა დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ჩვენებას არ აძლევდა. „ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის განცხადებას პროვოკაციის შესახებ, გახარიას თქმით... Читать дальше...



ყარაჩაელები აღნიშნავენ შუა აზიაში დეპორტაციის 75-ე წლისთავს

Radiotavisupleba.ge 

ყარაჩაელები აღნიშნავენ სტალინიზმის ეპოქაში სამშობლოდან შუა აზიაში დეპორტაციის 75-ე წლისთავს. ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეჩეთებში 2 ნოემბერს პატივი მიაგეს 1943-57 წლების გადასახლების მსხვერპლთა ხსოვნას. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დეპორტაციას უწოდებენ „საზარელ უსამართლობას, რომელიც 14 წელი გაგრძელდა“. ყარაჩაელები - მომცრო, თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი - იყო პირველი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა 1940-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში გადაასახლა. 1943 წლის 2-დან... Читать дальше...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში ჩამოშლილია საბიუჯეტო პროცესი. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მილიარდი ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მილიარდი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი შეფასებით, ეს გამოიწვია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებმა... Читать дальше...

მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს კანონპროექტს კანაფის კულტივაციის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობამ გაიწვია კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შსს მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში სასულიერო პირებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდის შიგნით იყო განსხვავებული პოზიცია, გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით კი მიღებული უნდა ყოფილიყო ეკლესიასთან შეთანხმებით, საზოგადოების ფართო კონსენსუსით... Читать дальше...

ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილს აპატია

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში 2007 წელს დადებული ბრალი აპატია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. „ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ხარ, თუ სხვანაირი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი... Читать дальше...

კონფლიქტები და მედია: ვინ განსაზღრავს საზოგადოების ინტერესებს?

Radiotavisupleba.ge 

"პოლიტიკური სისტემა ან საზოგადოება რამდენად თავისუფალია, რომ მას ჰყავდეს თავისუფალი მედია?", - ასე სვამს კითხვას შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რომელიც 2 ნოემბერს კონფლიქტოლოგ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრობდა "დილის საუბრებს".

რესპუბლიკელებმა გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა დაუდასტურეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს. შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ვაშაძისადმი მხარდაჭერა არჩევნების დღესვე გამოხატეს და ხაზი გაუსვეს ვითარებას, როცა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ მას ვერ ხედავს საპრეზიდენტო სავარძელში. Читать дальше...

ქუთაისში თბილისის ქუჩის რეკონსტრუქციის ვადა გახანგრძლივდა

Radiotavisupleba.ge 

მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „საქმილსადენმშენის“, თხოვნა დააკმაყოფილა და ვადა ორი თვით გაუზარდა, რადგან პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროისა და თანხის დამატება მოითხოვა.

ანდრეა პირლო ევროპაბეთთან ითანამშრომლებს

Radiotavisupleba.ge 

ანდრეა პირლო თბილისშია. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისს 2 ნოემბერს ესტუმრა, საქმიანი ვიზიტით. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი „ევროპაბეთთან“ გააფორმებს კონტრაქტს და ამ კომპანიის სარეკლამო სახე გახდება. კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

“სააკაშვილი მგელი იყო, აბა, ვინ იყო?! – გადაჭამა მთელი საქართველო…” – ლევან მგალობლიშვილი თეონა ჭალიძეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემაში “რეაქცია” მომღერალმა ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებმა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ. “მესმის, რომ ამ მთავრობის მიმართ ბევრი ადამიანი არის ნაწყენი, ისევე როგორც მე… ხალხი უბრალოდ ლოდინით დაიღალა, დაიღალა იმით რომ არაფერი იცვლება… ყველაფრისგან დაიღალა… პირადად, მეც დავიღალე. 2020 წელს იქნება არჩევნები, დღეს ხმას თუ არ მივცემთ […]

ქედაში ბავშვის დაღუპვის გამო დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

Radiotavisupleba.ge 

ქედის მუნიციპალიტეტში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე დაკავებული თურქეთის სამი მოქალაქე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ. მისი ინფორმაციით, ბრალდებულთა აღწერით არ იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული პირები მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდნენ, რაიმე სხვა სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია არ ჰაონდათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. 31 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის... Читать дальше...

"ქართული ოცნების" თბილისის ოფისში რეგიონების პარტიული წარმომადგენლები დაიბარეს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის მაჟორიტრი დეპუტატები და პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „გვექნება შემდეგი ნაბიჯების და სტრატეგიის განხილვა. იქნება ერთი, ძალიან მკაცრი ვერტიკალი, უფრო მეტი ორგანიზებულობა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და შემდეგი ორი წელი, ვიდრე დადგება საპარლამენტო არჩევნები, აბსოლუტურად სხვა შედეგს დავდებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს... Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Барыкин

«Летели с девятого этажа»: Александр Барыкин чуть не погиб при падении лифта





Персональные новости
Спартак

Тренер "Спартака" Слишкович заявил, что доволен ничейной игрой против ЦСКА





ანდრეა პირლო ევროპაბეთის სარეკლამო სახე გახდება

Radiotavisupleba.ge 

2 ნომბერს, საქართველოს ანდრეა პირლო ესტუმრა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისში "ევროპაბეთის" მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა. ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა, იუვენტუსი, მილანი და ინტერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა. გადასაღებ მოედანზე... Читать дальше...

ბათუმის პორტში ნატოს გემები შევიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის პორტში შევიდა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შეანერთის 5 გემი. მათი მეგობრული ვიზიტი ემთხვევა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც მეორე დღეა ბათუმში მიმდინარეობს.

ტრამპი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ თავშესაფარს არ მისცემს უცხოელებს, რომლებიც ქვეყნის  ტერიტორიაზე შევლენ ოფიციალური გამშვები პუნქტების გევრდის ავლით. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაბამის განკარგულებას ხელს მომავალ კვირაში მოაწერს. დღეს მოქმედი კანონით, იმიგრანტებს აშშ-ისთვის თავშესაფრის თხოვნა შეუძლიათ იმის მიუხედავად, რა გზით აღმოჩნდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო განიხილავს მხოლოდ მათ მიმართვას, ვინც აშშ-ის საზღვარი ოფიციალური გამშვები პუნქტების გავლით გადაკვეთა. დონალდ... Читать дальше...

ეუთოს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაში რუსეთი დაადანაშაულეს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დააკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინის აღმოსავლეთში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებაზე. ეუთოს უპილოტო აპარატი 27 ოქტომბერს ჩამოაგდეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ხანს უპილოტო საფრენი აპარატი ხშირად აფიქსირებდა უკრაინა-რუსეთის არაოფიციალურ საზღვარზე გარკვეული ძალების გადაადგილებას... Читать дальше...

სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად, სომხეთის კონსტიტუციის 92-ე და 93-ე მუხლების შესაბამისად და პარლამენტის - ეროვნული კრების დათხოვნის გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 9 დეკემბერს. სომხეთის პარლამენტი დათხოვნილად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს მეორედ არ აირჩია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ამ თანამდებობაზე ორივეჯერ წარდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Юные керамисты школы №2120 выиграли три Гран-при конкурса «Мир дому твоему!»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Путин поздравил Леонида Рошаля с днем рождения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней



Москва

Пассажиры «Мострансавто» более 2 млн раз проехались до аэропортов с начала года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net