ბრიტანეთში თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად მიესაჯა პატიმრობა პარლამენტის დეპუტატს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი ფიონა ონასანია ბრიტანეთის პირველი პარლამენტარია თითქმის 30 წლის განმავლობაში, რომელსაც ციხე მიესაჯა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით.
2017 წელს, პარლამენტში არჩევიდან ექვსი კვირის შემდეგ, დეპუტატი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერეს. ონასანიას თავი დამნაშავედ არ უცვნია და ამტკიცებდა, რომ საჭესთან სხვა ადამიანი იჯდა. ამის დასამტკიცებლად ის საკუთარ ძმას გაურიგდა. მაგრამ ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ ეს ასე არ იყო და რომ დეპუტატი დარღვევის მომენტში სატელეფონო შეტყობინებებს აგზავნიდა.
ონასანიას სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ძმას - ათი თვით. ის თავის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ გაასაჩივრებს მას. ონასაიამ, რომელიც ლეიბორისტული პარტიიდან აირჩიეს პარლამენტში, თქვა, რომ უარს არ იტყვის დეპუტატის მანდატზე, ვინაიდან ეს მისი ერთადერთი შემოსავალია. ონასანიას ხელფასია 77 ათასი გირვანქა სტერლინგი.