„ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი გადადგა მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორობიდან
„ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, - ეს ამბავი რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრესცენტრში დაუდასტურეს. კობახიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდა 29 იანვარს ყაზტრანსგაზის შენობასთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი. 30 იანვარს გავრცელებულ ცნობას კობახიძის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორიდან წასვლის თაობაზე ის ასე გამოეხმაურა:
„მამუკა კობახიძე „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის და ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა და ამიტომ არის ის გასათავისუფლებელი. კახა კალაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს ბოროტმოქმედი და მავნებელი ადამიანი თანამდებობიდან“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.