NDI: საქართველოში პარტიებს მოსახლეობის დაბალი მხარდაჭერა აქვთ
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევით, საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. უმეტესობის აზრით, პარტიები გამოხატავენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს(44%) და ლიდერის/დამფინანსებლის ინტერესებს(31%).
შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 27%-მა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება.“ 12%-ისთვის ასეთი პარტიაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ 3-3%-მა დაასახელა “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი.” ყველაზე მეტმა - 36%-მა უპასუხა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არ არის არცერთი პარტია.
NDI-ს კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. 24%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 11%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და 3%-მა „პატრიოტთა ალიანსი.“
NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.