საზოგადოებაში უნდა მოხდეს ღრმა კულტურული გარდატეხა გარემოს დაცვის კუთხით, საჭიროა მეტი ინფორმირებულობა – მამუკა ბახტაძე
საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, – ამის შესახებ „მწვანე პოლიტიკა” – ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებულია რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონის შექმნა და არსებულის გაფართოება. „როგორც იცით, თბილისის მერია მოიძიებს შესაბამის ადგილებს ახალი მწვანე […]