ირაკლი ხმალაძე ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავებაზე – ვინც მსგავს რამეს თავში გაივლებთ, იგივე გზას დაადგებით
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას. მან გამოძიების და საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელს ყურადღებით და ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდა. „ძალიან ცუდია, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო ყველამ, რომ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. თუ გავიხსენებთ ამ წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე მერმა […]