საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართული სკოლებთან – ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება – მიხეილ ბატიაშვილი
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც დღეს სწავლა განახლდა, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას. „სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია […]