ხინკალი „ინსტაგრამის“ რეკორდისთვის იბრძვის - რომელი იქნება პირველი კვერცხი თუ ხინკალი?
„რეკორდსმენი კვერცხის“ შემდეგ „ინსტაგრამზე“ ხინკლის ფოტო გამოჩნდა წარწერით: „თუკი კაილი ჯენერმა და კვერცხმა დააგროვეს მილიონობით მოწონება, ვერ დაამარცხებს მათ ხინკალი?“. პოსტი სოციალურ ქსელში 14 იანვარს, 14:00 საათისათვის აიტვირთა და უკვე 18 ათასამდე მოწონება აქვს.
კვერცხის ფოტო, რომელმაც „ინსტაგრამის“ ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა, სოციალურ ქსელში 4 იანვარს აიტვირთა და 10 დღეში 30 მილიონამდე მოწონება დაიმსახურა. ამ შედეგით მან გადაუსწრო კარდაშიანების ოჯახის წევრის, კაილი ჯენერისა და მისი შვილის ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელში 18 მილიონამდე მოწონება ჰქონდა.
„რეკორდსმენ კვერცხზე“ წერენ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები: „ნიუ იორკ ტაიმსი“, „ფოქს ნიუსი“, „თაიმი“.