ისრაელი ადასტურებს იერიშებს სირიაში ირანის სამხედრო შეიარაღებაზე
ისრაელმა შაბათ-კვირას საავიაციო დარტყმები განხორციელა სირიაში მდებარე ირანულ სამხედრო ობიექტებზე. „მხოლოდ ბოლო 36 საათის განმავლობაში ისრაელის ავიაციამ სარაკეტო იერიში მიიტანა დამასკის საერთაშორისო აეროდრომზე არსებულ ირანის იარაღის საცავზე,"- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ, 13 იანვარს განაცხადა.
სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად 11 იანვარს ისრაელის სამხედრო თვითმფირინავებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს დამასკის მიმართულებით. სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს „მტრული“ რაკეტების უმრავლესობა, მხოლოდ ერთი დაეცა დამასკის აეროპორტში მდებარე იარაღის საცავს.
სატელევიზო მიმართვისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა გაანადგურა „ირანის სანგრები სირიაში“, ირანისა და ჰიზბოლაჰის სამიზნეებზე განხორციელებული ასობით სარეკეტო იერიშის შედეგად.