საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა მაკედონიის სახელწოდების გამო
13 იანვარს თანამდებობიდან გადაგა საბერნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი, მეზობელი მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტში ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიკაციის წინ.
„მაკედონიის საკითხი არ მაძლევს უფლებას დავრჩე თანამდებობაზე“, - განაცხადა კამენოსმა 13 იანვარს, პრემიერ-მინისტრს ალექსის ციპრასთან მოლაპარაკების გამართვის შემდეგ.
მისივე თქმით, საბერძნეთის მემარჯვენე-პოპულისტური პარტია ANEL-ი დატოვებს ხელისუფლებას.
მოგვიანებით ციპრასმა განაცხადა, რომ პარლამენტის სთხოვს კენჭი უყაროს მთავრობის მიმართ ნდობას მომდევნო კვირაში.
თავდაცვის მინისტრო კამენოსი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდგება საბერძნეთისა და მაკედონიის მთავრობებს შორის 2018 წლის ივნისში მიღწეულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლითაც სახელწოდება მაკედონია იცვლება -ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით.
ათენში ოპონენტები შიშობენ, რომ სახელწოდება „მაკედონია“ შესაძლოა გულისხმობდეს ასევე ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციასა და მის მემკვიდრეობაზე.
ცვლილების რატიფიკაცია პარასკევს სკოპიის პარლამენტმა უკვე მოახდინა. ახლა ჯერი 300 კაციან საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოზეა, სადაც შთანხმების რატიფიკაციას სჭირდება უბრალო უმრავლესობა.
პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია „სირიზას“, პარლამენტში 145 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად რატიფიკაციისათვის მთავრობას ოპოზიციის წარმომადგენელთა ხმებიც დასჭირდება.