დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაევალება
ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაევალება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს. […]