თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) გამარჯვებით დაიწყო ჰაცუ ბაშო
გამარჯვებით დაიწყო ჰაცუ ბაშო ძურიო დივიზიონში დაბრუნებულმა ქართველმა რიკიშიმ თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც ასპარეზობის პირველ დღეს ოშიტაოშით დაამარცხა 22 წლის მონღოლი კირიბაიამა, რომელიც სათავეში უდგას ქვედა, მაკუშიტა დივიზიონს.
32 წლის თეიმურაზ ჯუღელმა ნოემბერის ტურნირი 5 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა, რამაც საშუალება მისცა დაბრუნებულიყო მაკუშიტადან ელიტარულ, ჯურიო დივიზიონში.
ჰაცუ ბაშოს დაწყების წინ თეიმურაზ ჯუღელის წონა 199 კგ იყო.