ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო ჰაცუ ბაშო
წაგებით დაიწყო ჰაცუ ბაშო ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელიც ასპარეზობის პირველ დღეს მეორე მაეგაშირა, იაპონელ ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა.
ოძეკის ტიტულის დასაცავად ლევან გორგაძეს 15 შეხვედრიდან, სულ ცოტა, 8 მოგება სჭირდება.
იანვრის ტურნირში, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს, სამივე დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) ასპარეზობს.
14 იანვარს, ტურნირის მეორე დღეს ლევან გორგაძე მეორე მაეგაშირა ნიშიგიკის შეხვდება.