პაციენტი ექიმს თავს ნარკოტიკული საშუალების გამო დაესხა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, ნუკრი ბერიშვილს პაციენტი დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა - ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საავადმყოფოს ექიმმა, ნინო პოპიაშვილმა გაავრცელა. ამ ეტაპზე ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა 5 იანვარს მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტმა ექიმს თავის ტკივილის გამო ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ერთი პირია გამოვლენილი.