აფეთქების შედეგად დონეცკში დაიჭრა ოთხი კაცი
სულ მცირე ოთხი კაცი, მათ შორის სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის კანდიდატი, დაიჭრა დონეცკში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება 29 სექტემბერს მოხდა იმ შენობაში, სადაც ადგილობრივი კომუნისტური პარტიის სხდომა ტარდებოდა. დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა იგორ ხაკიმზიანოვი, კომუნისტების კანდიდატი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე, შენობაში შედიოდა. ეს ინცინდენტი ერთ-ერთი ბოლო ძალადობაა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აწარმოებენ ბრძოლას უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. დაახლოებით ერთი თვის წინ დონეცკის ერთ-ერთ კაფეში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ალექსანდრ ზახარჩენკო, დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი.