სამშენებლო კომპანიის მიერ განადგურებულ საუკუნოვან სახლს ძეგლის სტატუსი მოეხსნა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს გადაწყვეტილებით, სტატუსი მოეხსნა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე დანგრეულ ისტორიულ სახლს. როგორც საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი, ძეგლის სტატუსის მქონე ეს შენობა, სამწუხაროდ, მთლიანად განადგურებულია და არარსებულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ეს სტატუსი.