ირანში აღლუმზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი
ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ახალი ინფორმაციით, სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა ქვეყნის სამხრეთში გამართულ სამხედრო აღლუმზე თავდასხმას. მანამდე გავრცელებული ცნობებით დაღუპულთა რაოდენობა სამი ადამიანი იყო და ოცი ადამიანი იყო დაჭრილი. სახელმწიფო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს სამხრეთდასავლეთში მდებარე ქალაქ აჰვაზში, 22 სექტემბერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მიზანში ამოიღეს ტრიბუნა, სადაც ირანის ოფიციალური პირები იყვნენ შეკრებილები და თვალს ადევნებდნენ ყოველწლიურ აღლუმს, რომლითაც აღნიშნავდნენ ერაყთან 1980-88 წლების ომის დაწყების დღეს. არის ცნობები, რომ მოკლულთა შორის არიან ირანის ელიტური დანაყოფის, რევოლუციის გუშაგების წევრები. "ირნა" იუწყებოდა, რომ დაკავებულია თავდასხმის მოწყობაში ორი ეჭვმიტანილი. ინციდენტიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები "ტაკფირის შეიარაღებული პირები იყვნენ - ტერმინი, რომელიც გამოიყენება სუნიტი ექსტრემისტების აღსაწერად.