პაკისტანის სასამართლომ გააუქმა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის შეფარდებული პატიმრობა
პაკისტანის სასამართლომ გააუქმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის, მისი ქალიშვილისა და სიძისათვის შეფარდებული პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება 19 სექტემბერს გამოაცხადა ისლამაბადის უზენაესმა სასამართლომ. ქვედა ინსტანციის სასამართლომ ივლისში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრემიერს, ხოლო შვიდი წლით პატიმრობა - მის ქალიშვილს 1990-იან წლებში ლონდონში ძვირადღირებული ბინების შეძენისათვის. ნავაზ შარიფის სიძეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სამივე უარყოფს ბრალდებებს, რომელთაც ყოფილი პრემიერი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ისლამაბადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს შარიფის, მარიამ ნავაზისა და მოჰამად საფდარის თავდებით გათავისუფლებას ნახევარი მილიონი რუპიის (4000 დოლარი) გირაოს სანაცვლოდ. ნავაზ შარიფი სამი ვადით იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ამ თვეში ის ცოტა ხნით გამოუშვეს ციხიდან მეუღლის დაკრძალვაზე დასასწრებად.