სტოლტენბერგი: ნატო „მზად არის მიესალმოს“ მაკედონიას თავის რიგებში
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის „მიესალმოს“ მაკედონიას, როგორც 30-ე წევრს მას მერე, რაც მაკედონია მოაგვარებს უთანხმოებას ათენთან და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა შეიცვლის სახელწოდებას. სტოლტენბერგმა ეს განაცხადა 6 სექტემბერს მაკედონიაში ვიზიტისას, სადაც მხარდაჭერას უცხადებს "თანხმობის" კამპანიას რეფერენდუმისთვის, რომელიც 30 სექტემბრისთვისაა დანიშნული. ნატოს კარი ღიაა, მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნის ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს, შეაბიჯებს თუ არა მასში, თქვა სტოლტებერგმა.