ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი შეეცდება „გაანადგუროს“ ირანის ყოველგვარი სამხედრო ყოფნა სირიაში
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაფრთხილება გაამოთქვა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება „გაანადგუროს ირანის ყოველგვარი სამხედრო ყოფნა სირიაში". სირიაში ირანის სამხედროები ჩართული არიან თეირანის მოკავშირე, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერ ოპერაციაში უკვე შვიდი წელიწადია. თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა, „რადიო თავისუფლების“ ირანულ სამსახურს და ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ 4 სექტემბერს, ტელ ავივში განუცხადა, რომ ისრაელს „არ სურს ირანი იხილოს სირიაში, როგორც ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო პლაცდარმი“. ლიბერმანის თანახმად, ისრაელი გაანადგურებს სირიის ტერიტორიაზე ირანის ნებისმიერ საყრდენს, საჰაერო ბაზა იქნება ეს, საზღვაო, ან სარაკეტო ობიექტი, თუ შიიტი მებრძოლები, რომლებიც სირიაში ჩაჰყავთ პაკისტანიდან, ერაყიდან და მთელი ახლო აღმოსავლეთიდან“, განაცხადა მინისტრმა. ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანი ლამობს სირიაში მუდმივი სამხედრო საყრდენი პუნქტი შექმნას, რასაც ირანი უარყოფს.