თალაკვაძე: ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პროცესი წინ მიდის. როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებები გრძელდება. „შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეთ ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი. პუნქტებში გარკვეული სამუშაო რჩება. Читать дальше...